რუსთავში, კაცმა ყოფილი მეუღლის მანქანა დაწვა

რუსთავში, ოჯახური დანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს. მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ჯერ მანქანა დაუზიანა, შემდეგ კი ცეცხლი მოუკიდა და დაწვა. მანამდე ის ქალს ცივი იარაღით ემუქრებოდა და შერიგებას სთხოვდა. გამოძიება 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

საქართველოში ოქრო გაძვირდა

საერთაშორისო ბირჟაზე უნცია ოქროს ღირებულება 2165 დოლარს უკვე გადასცდა. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის რეკორდულად გაზრდის ფონზე, საქართველოში ოქრო ძვირდება. “ოქროს ბირჟაზე” ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე ღირებულება 10%-ით გაიზარდა. რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან “ჩაბარების ფასი თუ 100 ლარიდან 102 ლარამდე იყო, ახლა 102-დან 105 ლარამდეა. ნივთების ღირებულება 130 ლარიდან 150 ლარის ჩათვლითაა. ყველა […]

18-მეტრიანი ავტობუსი კიდევ ერთ ხაზზე დაემატა – მერია

MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზეც გავიდნენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, […]

ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა. „სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საამქროს ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების […]

ეს ჩემი ბოლო არჩევნებია – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთში 31 მარტს დაგეგმილი არჩევნები მისთვის ბოლო იქნება. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” თურქეთის სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ერდოღანი თანამედროვე თურქეთის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად ითვლება, რამდენადაც უკვე 20 წელზე მეტია, ქვეყანას მართავს. მას არაერთი არჩევნები აქვს მოგებული. 2023 წლის მაისში ისევ მორიგჯერ იქნა არჩეული პრეზიდენტად 5 წლის ვადით. “ეს ჩემთვის […]

“მასში ყველაზე მეტად ეს მომწონს” – მარიო რუიმ “კვარაზე” ისაუბრა

სერია A-ს 28-ე ტურში “ნაპოლიმ” “ტორინოს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ “პარტენოპეის” განაპირა მცველმა მარიო რუიმ Dazn-თან ინტერვიუში მატჩი შეაფასა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. “ბოლო პერიოდში მეც, “კვარასაც” და სხვა ფეხბურთელებსაც საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნდა. ქართველი განსაკუთრებული მოთამაშეა, მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მოედანზე სპექტაკლის დადგმა შეუძლია”, – განაცხადა რუიმ. შეგახსენებთ, […]

ჩინურმა მფლობელმა თუკი TikTok-ი არ გაყიდა, ის აშშ-ში აიკრძალება – ბაიდენი ინიციატივას მხარს უჭერს

Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს. „თუ ისინი ამას მიიღებენ, მე ხელს მოვაწერ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტის შესახებ. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომდევნო ხუთშაბათს დაგეგმილია TikTok-ის შეზღუდვის კანონპროექტის კენჭისყრა. კანონპროექტის თანახმად, ჩინურმა კომპანია ByteDance-მა კანონის მიღების შემდეგ 6 თვის ვადაში უნდა გაყიდოს ტიკტოკი […]

„ 31 მარტის არჩევნები ჩემთვის ბოლო კენჭისყრა იქნება“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები მისი ბოლო კენჭისყრა იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. 70 წლის ერდოღანი ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქვეყანას განაგებს. 2002 წლის შემდეგ ათზე მეტი არჩევნების გამარჯვებული, ერდოღანი ხელახლა აირჩეს ხუთი წლის ვადით 2023 წლის მაისში დაძაბული არჩევნების დროს. “ეს ჩემთვის […]

პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოში ქართველი პარაათლეტები ისტორიაში პირველად იასპარეზებენ

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის საკონტინენტო ტურნირზე 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა – ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს და გახდნენ პირველი ქართველი პარაათლეტები, რომლებიც პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოში საქართველოს ღირსებას დაიცავენ. ანა ჯაფარიძემ -52 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში ბრიტანელი კირა ფორსაიტი დაამარცხა, ფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ანა […]

9 მარტი – დღე ისტორიაში

1921 წლის 9️ მარტს, რუსთაველის გამზირზე მდებარე სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს კოჯრის ბრძოლაში დაღუპული გმირი იუნკერები. ზუსტად 35 წლის შემდეგ, 1956 წლის 9️ მარტს, თბილისში, დედაენის ძეგლთან მყოფ მშვიდობიანი მიტინგის ასიათასობით მონაწილეს საბჭოთა კავშირის მაშინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელების, ნიკიტა ხრუშჩოვისა და მარშალ გიორგი ჟუკოვის ბრძანებით საბჭოთა ჯარმა, გენერალ ფედინიუნსკის მეთაურობით, ტყვიამფრქვევებიდან, ავტომატებიდან და ტანკებიდან […]