პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა – 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.
ფინალამდე, პირველ შეხვედრაში, ქართველმა პარასპორტსმენმა -ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცეჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.
ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”