ბათუმში 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ

ბათუმში 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს ხუთი დღის წინ ნახეს. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებიც არიან ჩართული. ოჯახი მოქალაქეებს მიმართავს და 20 წლის ბიჭის პოვნის შემთხვევაში, 112-ზე დარეკვას სთხოვენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მუშაობას გაეცნო

სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო ობიექტებს ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ ბერიანიძემ მინისტრს ქვედანაყოფების საქმიანობა და ბაზების ინფრასტრუქტურა გააცნო. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელი ყაზარმები, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერეს. „ირაკლი ჩიქოვანი ადლიაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო […]

თბილისი პრაიდი დონორებს , ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე : ვუზრუნველყოთ კოორდინირებული ქმედება როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ

თბილისი პრაიდი დონორებს , ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე : ვუზრუნველყოთ კოორდინირებული ქმედება როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში […]

მუსლიმთა სამმართველო ადიგენზე: კატეგორიულად მიუღებელია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. 8 მარტს ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა. ვიდეოში, რომელიც გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა, ჩანს სახლთან შეკრებილი ჯგუფი, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც შენობაში შეკრებილებს ემუქრებიან. კადრებში ჩანან პოლიციელებიც, რომლებიც სახლის გარშემო შეკრებილ ჯგუფს აკავებენ. “ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით […]

აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა აგვისტოსთვის დასრულდება – FedEX-ის წარმომადგენელი კომპანია

თბილისის აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მოწყობის სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. მასშტაბური ლოგისტიკური ცენტრის პროექტს საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტი კომპანია „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) მოზიდული $4 მილიონიანი გრძელვადიანი დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 6 მლნ […]

პარლამენტის აპარატი – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის კვების მომსახურებაში2,8 მილიონი ლარია დახარჯული, სრული დეზინფორმაცია და მანიპულაციაა

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, სრული დეზინფორმაციაა სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში დახარჯულია 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ ყველაზე მხარჯველი უწყებაა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებას ავრცელებს. „2024 წლის 8 მარტს „ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში დახარჯულია 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ […]

აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის, ღაზის სექტორისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის, ღაზის სექტორისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ავრცელებს. „პრობლემების მართვისას, რომლებსაც ჩვენ ახლა ვაწყდებით, მნიშვნელოვანია ის ერთობლივი პოტენციალი გავაცნობიეროთ, რომლის შექმნა ორ ქვეყანას შეუძლია“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა. ფიდანმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენთან და ჯეიკ სალივანთან შეხვედრისას […]

აშშ-ის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდეს

აშშ-ის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში იემენელი „ჰუსიტების“ ფართომასშტაბიანი შეტევა დილის 4 საათიდან 6:30 საათამდე გაგრძელდა. „უპილოტო საფრენი აპარატები სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ის საზღვაო ძალებისა და კოალიციის ხომალდებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

თუ ჩინურმა მფლობელმა TikTok-ი არ გაყიდა, ის აშშ-ში აიკრძალება

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუკი მას კონგრესი დაამტკიცებს.- ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომდევნო ხუთშაბათს დაგეგმილია TikTok-ის შეზღუდვის კანონპროექტის კენჭისყრა, რომლის თანახმად, ჩინურმა კომპანია ByteDance-მა კანონის მიღების შემდეგ 6 თვის ვადაში ტიკტოკი არაჩინელ ახალ მესაკუთრეზე უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ში ანდროიდის და ეფლის store-ში აპლიკაცია აღარ […]

უკანონო სახერხი საამქრო ბორჯომში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საამქროს ტეროტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. […]