“ასეთი გმირობა მარტო ქართველს თუ შეუძლია, ეს, ალბათ, ყველაზე შემზარავი ტრაგედიაა და კიდევ ერთი დასტური ქართული სულის სიძლიერისა”

დღეს ჩვენი დროის გმირის, 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის ალექსანდრე ონიანის დაბადების დღეა. “ასეთი გმირობა მარტო ქართველს თუ შეუძლია, ეს, ალბათ, ყველაზე შემზარავი ტრაგედიაა და კიდევ ერთი დასტური ქართული სულის სიძლიერისა. ალექსანდრე ონიანი რომან ზოიძის ნათლია იყო… აქ შინდისის ტრაგედია გრძელდება… რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალეკოს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, […]
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზში ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, ხმლით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრებაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები პოლონეთის გუნდს დაუპირისპირდა, ბრძოლა ანგარიშით 43:45 დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 9 მარტს ქართველი პარაათლეტები უკვე რაპირით ბრძოლაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ 7 მარტს […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ 15 დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა რუსული დრონები დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსული მხარე აცხადებს, რომ როსტოვისა და კურსკის ოლქებში უკრაინული დრონები ჩამოაგდეს

რუსული მხარე აცხადებს, რომ როსტოვისა და კურსკის ოლქებში უკრაინული დრონები ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი აცხადებს, რომ უკრაინული დრონი სამედიცინო კლინიკის სახურავს დაეცა, რის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს – მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩის N 22 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 08/03 22:00-დან 09/03 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თევდორე მღვდლის N13-47 (კენტებს) N14-44 (ლუწებს), თევდორე მღვდლის 1 და 2 ჩიხი, გორის N21-31 (კენტები) N24-32 […]
როცა ხაბეიშვილი ამბობს, რომ პენსიონერს 42 ლარით უფრო ძვირი უჯდება პროდუქტების შეძენა, სამაგიეროდ პენსია გაიზარდა სულ ცოტა 185 ლარით და არცთუ ცოტა შემთხვევაში – 375 ლარით
როცა ხაბეიშვილი ამბობს, რომ პენსიონერს 42 ლარით უფრო ძვირი უჯდება პროდუქტების შეძენა, სამაგიეროდ პენსია გაიზარდა სულ ცოტა 185 ლარით და არცთუ ცოტა შემთხვევაში – 375 ლარით „ლევან ხაბეიშვილმა შემოიტანა რამდენიმე პროდუქტის ერთობლიობა, დაითვალა და განაცხადა, რომ თურმე ამ 5-6 პროდუქტის საყიდლად 2012 წელს საკმარისი იყო 34 ლარი, ხოლო დღეს ამას 74 ლარი სჭირდება. მან ფასები […]
18-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზე გავიდნენ

MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზეც გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. „კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; […]
ინდოეთში ტრეფიკინგის მსხვერპლებს მოტყუებით უკრაინაში რუსეთისთვის საომრად გზავნიდნენ

ინდოეთში მსხვილი ტრეფიკინგის ქსელი გამოააშკარავეს, რომლის ფარგლებშიც ინდოელ მოქალაქეებს მოტყუებით რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს საბრძოლველად გზავნიდნენ. “ინდოეთის მოქალაქეებს, რომლებიც ტრეფიკინგს ემსხვერპლნენ, საომარი როლებისთვის მომზადებას უტარებდნენ და რუსეთ-უკრაინის საომარ ზონაში, მათი სურვილის წინააღმდეგ, ფრონტზე აგზავნიდნენ”. – წერს ინდოეთის გამოძიების ცენტრალური ბიურო (CBI). CBI-ს თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით, რუსეთში 35 კაცი იყო გაგზავნილი, მათ შორის ზოგმა საომარ ველზე […]
ბაიდენი მზადაა ტიკ-ტოკის შემზღუდველ კანონპროექტს ხელი მოაწეროს, ტრამპი შეშფოთებულია

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პარასკევს, რვა მარტს განაცხადა, რომ მზადაა, ხელი მოაწეროს კანონპროექტს, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს, რომლის ერთ-ერთი პროდუქტია ტიკ-ტოკი, დაახლოებით 6 თვეს აძლევს, რომ უარი თქვას აპლიკაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება. მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა და ეჭვებია, რაც აპლიკაციის ჩინურობას უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს. შესაძლო აკრძალვაზე აპლიკაციისა, რომელსაც 170 მილიონი […]
ბურჯანაძის 21 ქულა და მისი გუნდის ზედიზედ მე-12 გამარჯვება ესპანეთში

ბექა ბურჯანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი ესპანეთის LEB ORO-ში, რომელიც რანგით მეორე დივიზიონია Liga Endesa-ს შემდეგ. ბურჯანაძის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და მთავარ კონკურენტს ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით დამაჯერებლად სძლია. ბურჯანაძის “კორუნა ბასკეტმა” ესტუდიანტესს უმასპინძლა და 114:88 მოუგო. ეს კორუნელთა ზედიზედ მე-12 გამარჯვება გახლდათ. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გამოსულმა თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი […]