აშშ-ს სენატმა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა თავიდან აირიდა, დაფინანსების გეგმა დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა თავიდან აირიდა და ზოგიერთი სამთავრობო სამსახურისთვის საბიუჯეტო გეგმა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დაამტკიცა. პაკეტის ასამოქმედებლად მას ახლა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი. ორპარტიული მხარდაჭერით, 75 ხმით 22-ის წინააღმდეგ, სენატმა 467.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საბიუჯეტო პაკეტს დაუჭირა მხარი, რომელიც ფისკალური წლის ბოლომდე სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტირების, დაბინავების, ენერგიისა და ვეტერანთა […]
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 250-მდე მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა აჰმედ ტინუბუმ 250-ზე მეტი მოსწავლის გამოსახსნელად, რომლებიც, 7 მარტს, შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სკოლიდან, ჯარები გაგზავნა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თავდასხმის დროს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ბათუმში 20 წლის ბიჭს ეძებენ

ოჯახი 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს და წერს, რომ ახლობლების ინფორმაციით, ბათუმელი ახალგაზრდა ბოლოს 5 დღის წინ ნახეს. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 591 67 61 00 ან 598 09 00 52.
პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რის თაობაზეც მე არ და ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მთავრობის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონსულტაცია პარტიულად, ჩვენთანაც. არჩევანი გაკეთდა რამდენიმე ძალიან […]
ფოტო თურქეთის საავადმყოფოდან – როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა

მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი დაწყებულია – დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში თურქეთის საავადმყოფოდან პირველ კადრებს ავრცელებს. სასულიერო პირის ოჯახის წევრი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახი იძულებული იყო, დეკანოზი თურქეთში სამკურნალოდ გადაეყვანათ, თუმცა თორნიკე მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი დადებით შედეგს გამოიღებს. შეგახსენებთ, რომ დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში […]
ეს ჩემი ბოლო არჩევნები იქნება – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, 31 მარტს დაგეგმილ არჩევნებში კენჭს ბოლოჯერ იყრის. “ეს საბოლოოა ჩემთვის, ჩემთვის კანონით მონიჭებული მანდატით ეს იქნება ჩემი ბოლო არჩევნები. შედეგი ის იქნება, რომ მემკვიდრეობა ჩემს დებსა და ძმებს გადაეცემათ, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ”. – თქვა ერდოღანმა. ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მანამდე, 2003-იდან 2014 წლამდე, ის ქვეყნის […]
ხავი: შესანიშნავ ფორმაში ვართ, “ნაპოლისთან” მატჩს მოუთმენლად ველოდებით

13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” “ნაპოლის” უმასპინძლებს. “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ესპანელის თქმით, მისი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. “სამშაბათს განსხვავებული მატჩი გვექნება, “ნაპოლი” ხუთი მცველით არ გვეთამაშება, როგორც ეს “მალიორკამ” გააკეთა. მეტოქე განსხვავებული დონის იქნება, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ბიჭები შესანიშნავ ფორმაში არიან. ზოგადად ჩემპიონთა ლიგაზე მცირე […]
ორსულობისას სოციალურ ქსელებში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი – მეგან მარკლი

მეგან მარკლმა სოციალური ქსელების “დაუსრულებელი ტოქსიკურობა” გააკრიტიკა და აღიარა, რომ ორსულობისას მუდმივი თავდასხმისა და შეურაცხყოფის ობიექტი ხდებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სასექსის პრინცესა და გაერთიანებული სამეფოს პრინც ჰარის მეუღლე ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაზე, რომელიც ოსტინში, ტეხასის შტატში გაიმართა. მარკლმა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანებმა “დაივიწყეს ადამიანობა” და საკუთარი კეთილდღეობისთვის, მათგან თავი […]
NBC News – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. NBC News-ის ცნობით, უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს. […]
ვასო ურუშაძე – ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კახი კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია და ხელშეკრულება პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა – ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, ათი წელია მიმდინარეობს. კახი კალაძემ ყველანაირი ტენდერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას, რომელსაც ვადების გადავადება სჭირდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები და დაკარგული დრო თბილისელებისთვის. „დღეს კვლავ გვიწევს საუბარი ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, […]