პაატა მანჯგალაძე – პოლიტიკური სიბრიყვეა, როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა

დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა. – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება და „ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ [„ქართულ ოცნებას“]“ „ერთი თვეც არ არის გასული რაც “გამარჯვების კოალიციამ” […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს

უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა. „უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს. ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს. უახლოეს თვეებში ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ან წლებში დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინის დახმარების პროცესი რუსეთის კარნახით არ უნდა წარიმართოს. […]
„ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ – უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემები თბილისში

„ყოფილა შემთხვევები, გამოვიძახე აპლიკაციით ტაქსი და ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ – თბილისში უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემებზე რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ და ტაქსის მძღოლმა დავით როჭიკაშვილმა ისაუბრეს. როგორც დავით როჭიკაშვილი აცხადებს, მას თავადაც ჰქონია შემთხვევა, როდესაც ტაქსით სარგებლობის დროს უცხოენოვანი მძღოლი შეხვდა, რომელსაც ვერ გააგებინა, სად სურდა […]
როგორ ვფრთხილობდი და მაინც დავკარგე – მოკლული 10 წლის პალესტინელი ბიჭის დედა

4 მარტს ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდისას, სოფელ ბურინში 10 წლის პალესტინელი ბიჭი მოკლეს, ამრ ნაჯარი. ბიჭი მამის მინივენში წინ იჯდა და სოფლის განაპირა მხრიდან, სადაც მამასთან ერთად შესაკეთებლად დატოვებული ტელეფონისა და პროდუქტის წამოსაღებად იყო წასული, სახლში ბრუნდებოდა. მომხდარის შესახებ ვრცელ ინფორმაციასა და ახალ დეტალებს BBC ავრცელებს. მოკლულ ბიჭთან ერთად იყვნენ მისი უმცროსი ძმა აჰმედი […]
აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა. 467.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საბიუჯეტო პაკეტს სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით, 75 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კანონი წლის ბოლომდე სოფლის მეურნეობის, ენერგიის, ტრანსპორტირების, ვეტერანთა და სხვა პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.
როდესაც ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება და მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში – ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს

როდესაც ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება და მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში – ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ჩვენი ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს “ფეიკი” ყოფილა და მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ […]
ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: 1% ჰქონდა, მოკიდა ხელი ივანიშვილმა და დასვა პრეზიდენტად

სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან, რომ იტყვიან. ადამიანს, რომელსაც ალბათ, წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ იგი გახდებოდა პრეზიდენტი, ასეთ ადამიანს, რომლის რეიტინგიც იყო 1% დაახლოებით, მოკიდა ხელი ქართულმა ოცნებამ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვეს პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, […]
ღარიბაშვილი: ვინ დაიჯერებს, რომ გვარამია, მელია ახალ პარტიას ქმნიან? ხალხს ვერ მოატყუებენ

დღეს, საუბარია იმაზე, რომ თითქოს, რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას, მაგალითად? ან ნიკა მელია? ან გირჩი? ან არ ვიცი, ლელო-ხაზარაძე. ეს ერთი ორგანიზმია, მეგობრებო, თავისი დანამატებით და თავისი წანაზარდებით, რომ იტყვიან. ქართველი ხალხი არის ბრძენი, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები, […]
“ჩემი აზრით, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”- კარაგერი ფოდენზე

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშე “მანჩესტერ სიტის” შემტევი ფილ ფოდენი გახდება. “თუ ჩემპიონი “ლივერპული” გახდება, ეს ვირჯილ ვან დაიკის დამსახურება იქნება, ისე, როგორც 2020 წელს მოხდა. “არსენალის” გაჩემპიონების შემთხვევაში, დეკლან რაისის ტრანსფერი ლონდონური კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ანუ ის […]
ღაზაში მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი, ევროკავშირს დახმარებისთვის საზღვაო დერეფნის გახსნის იმედი აქვს

ევროპული კომისიის ხელმძღვანელის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კვიპროსსა და ღაზას შორის ამ შაბათ-კვირას შესაძლოა ამოქმედდეს საზღვაო დერეფანი – რაც წარმოადგენს დასავლეთის ძალისხმევის ნაწილს ომით გაჩანაგებულ ღაზაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად. ფონ დერ ლაიენის განცხადებას ერთი დღით უძღოდა წინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული გეგმა, რომ აშშ-ის არმიამ ღაზის ხმელთაშუაზღვისპირა ნაპირიდან დროებითი ნავმისადგომი უნდა […]