ირაკლი ღარიბაშვილი: „მეორე ფრონტის“ საფრთხე არსად გამქრალა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, „მეორე ფრონტის“ გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა“. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამომრჩევლებთან და „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივთან სწორედ ამ თემებზე ილაპარაკა. „ვუთხარი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ […]

მამუკა მდინარაძე – ბევრი მტკიცებულება იდება, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი „ნაცი“ – მისი წარმომადგენელი გვევლინება „ნაცების“კიდევ ერთი შტოს, გვარამიას პარტიის წევრად, ესეც მტკიცებულებაა

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას გუნდში მაია კოპალეიშვილის შეერთება მტკიცებულება იმისა, რომ კოპალეიშვილი „ნაცი“ იყო. აღნიშნულით მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას გუნდს შეუერთდა. „ძალიან ბევრი მტკიცებულება ყოველდღიურად იდება იმასთან დაკავშირებით, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი „ნაცი“ უკვე, მათ შორის, მან ყველაზე რადიკალური „ნაცების“ რამდენიმე […]

მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აღნიშნული საკითხი პრემიერთანაც გადაამოწმა. „ისე კატეგორიულად დადეთ განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერ-მინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ამასთან დაკავშირებით თქვენი [„მთავარი არხის“] გახმოვანებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში – იმედი მინდა გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები რეაგირებას გააკეთებენ

ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ყოფნის შესახებ. ევროპაში თავისუფლად გადაადგილების კონტექსტში ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც ახსენა. „ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან. სამწუხაროა, მაგალითად, […]

მამუკა მდინარაძე – როდესაც ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება – ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს

როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ჩვენი ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს „ფეიკი“ ყოფილა და მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არც არაფერი გვეჩვენება და ძალიან მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა. მდინარაძის […]

ირაკლი ღარიბაშვილი – როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას?! – ქართველი ხალხი ბრძენია, ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები

დღეს, საუბარია იმაზე, რომ თითქოს, რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას?! ქართველი ხალხი არის ბრძენი, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც პარტიულ აქტივებს შეხვდა. ღარიბაშვილის თქმით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო?! – უხერხულია, სირცხვილია – დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში

ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, უხერხულია, სირცხვილია, ამას განმარტავს თავად კობახიძე, მიმართავს და განმარტავს – დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ნიშნავს თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის აღების გადაწყვეტილება იმას, რომ ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის დაპირისპირებაა. […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან, ინფლაციის მკვეთრი კლება შევძელით – გავიგე, რომ სადღაც შესაძლოა პროდუქტები უფრო იაფია, მაგრამ ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა

ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან, ინფლაციის მკვეთრი კლება შევძელით – გავიგე, რომ სადღაც შესაძლოა [პროდუქტები] უფრო იაფია, მაგრამ ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით სპეციალური კამპანია იყო და შედეგად, შარშან, „ბოლოს ინფლაცია 2%-ზე, ანუ მიზნობრივ მაჩვენებელზე […]

ღარიბაშვილი: რისკები, რაც მეორე ფრონტის გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა

ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ის რისკები, რაც შარშანწინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, გამოწვევები, რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, მეორე ფრონტის გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა. ამ საკითხებზე ვისაუბრე ამომრჩეველთან, ჩვენი […]

ღარიბაშვილი: საჭიროა, ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესაა ჩვენი მიზანი

ქართულმა ოცნებამ მოიტანა, მეგობრებო და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია, რეალურად. კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არასოდეს დაბრუნდება იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც ქვეყანაში აგენტურის მიერ იყო დამყარებული. კარგად ვნახეთ, ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ და ქართველი […]