ქვილითაიას გოლმა “აპოელი” “არისთან” მარცხისგან ვერ იხსნა

კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში “აპოელი” გასვლაზე “არისთან” 1:2 დამარცხდა. სტუმრთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, გიორგი ქვილითაიამ კი 63-ე წუთზე გოლი გაიტანა და მე-80 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 25 მატჩში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 41-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა “აპოელის” ნახევარმცველი რადოსლავ პეტროვიჩი. “აპოელი” 63 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან “არისს” 3 […]
“ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ჩემი ნახატი ფოტოშოპი ჰგონებიათ” – 23 წლის მხატვარი ჰიპერრეალისტური ნამუშევრებით: როგორია ლაზარე გელაშვილის ისტორია?

· 32 “ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც ფოტოშოპი ჰგონებიათ, სანამ ცოცხლად არ ნახავდნენ… შემდეგ იმხელა სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ ჩემს მიმართ. მეუბნებიან, რომ წინ დიდი მომავალი მაქვს” – ამბობს 23 წლის ლაზარე გელაშვილი. მისი მიზანია გახდეს საუკეთესო მხატვარი საქართველოში და შემდეგ მსოფლიოში, და ეს ყველაფერი სხვებსაც გაუზიაროს.. თვლის, რომ ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში (თითებზე ჩამოსათვლელი) ვინც […]
“პირადი კაბინეტის სისტემასაც ვამატებთ” – კავკასიის მედიცინის ცენტრის გაციფრულების გეგმები

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფო ასპანიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კლინიკაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, კლინიკის მთავარი მიზანი სერვისების უწყვეტი განვითარება და პაციენტზე მაქსიმალურად მორგებაა, მათი გეგმებიც სწორედ ამას უკავშირდება. „ჩვენ სამ თვეში ერთხელ პაციენტების კმაყოფილების კვლევას ვატარებთ, რომელიც არის კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტის კვლევა. ამაზე დაყრდნობით, გადაწყვეტილებას ვიღებთ, თუ როგორ უნდა […]
ბუკინგემის სასახლის ჭიშკრისთვის მანქანის შეჯახების ფაქტზე კაცი დააკავეს

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მდებარე ბუკინგემის სასახლის ჭიშკრისთვის მანქანის შეჯახების ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს. დაკავებულის მენტალური მდგომარეობის გასარკვევად, ის მენტალური ჯანმრთელობის შესახებ კანონის შესაბამისად საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ეჭვმიტანილს კი გირაო შეეფარდა. მათივე თქმით, ფაქტს ტერორიზმს არ უკავშირებენ. ინციდენტი გაერთიანებული სამეფოს მონარქის რეზიდენციასთან შაბათს, 9 მარტს, დილით მოხდა. კვირა დილით […]
მელია და გვარამია გეგმებს 11 მარტს, შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოაცხადებენ

ხვალ, 11 მარტს 14:00 საათზე სასტუმრო „შერატონში“ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მედიას მათმა წარმომადგენლებმა გაუზიარეს. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ახალი პოლიტიკური გუნდის წარდგენამდე პარტიის საარჩევნო ნომერი, ოთხიანი, დაასახელა. უკვე რამდენიმე თვეა ნიკა მელია ახალი პოლიტიკური გუნდის […]
ამერიკელი კანონმდებლები: უკრაინის დახმარების საკითხს აუცილებლად უნდა ვუყაროთ კენჭი

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დახმარების პაკეტი კენჭისყრაზე არ გააქვს. 13 თებერვალს, 70-ით 29-ის წინააღმდეგ, ამერიკის სენატმა, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მიუხედავად სენატის გადაწყვეტილებისა, იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რეპსუბლიკელებს აქვთ, რეპსუბლიკელია […]
ქოჩორაშვილი დაბრუნდა და გააძევეს

ტრავმის გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა „ლევანტეს“ 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, მაგრამ გააძევეს. ქოჩორაშვილი „ხიხონთან“ საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (1:0) 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 86-ე წუთზე კი პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე ჩემპიონატზე გიორგიმ 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. „ლევანტე“ 29 ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში 42 ქულით მე-11 ადგილზეა და 13 მარტს „ანდორას“ უმასპინძლებს.
იერუსალიმის პალესტინელი მუსლიმები რამადანის მოლოდინში

რამადანი, მუსლიმებისთვის მარხვისა და ლოცვის დროა. წელს, დღესასწაულს თან ახლავს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ღაზის სექტორში მიმდინარე ომი. მძაფრი ემოციები ყველა მხრიდან ჭარბობს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში, რომელიც ისლამის მესამე უწმინდეს ადგილად მიიჩნევა.
ირინა ციქურიშვილმა ვაშინგტონში საუკეთესო ქორეოგრაფის ორი ნომინაცია მიიღო

ვაშინგტონის თეატრალურ ოსკარად წოდებული, „ჰელენ ჰეისის“ საუკეთესო ქორეოგრაფის პრესტიჟული ნომინაცია, ირინა ციქურიშვილმა წელს ორი სხვადასხვა სპექტაკლისთვის მიიღო. მეუღლე, რეჟისორ პაატა ციქურიშვილთან ერთად, „სინეტიკის თეატრის“ დამფუძნებელ წყვილს, ვაშინგტონში უკვე 90-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული.
ბაზარზე მზის ელექტროსადგურების სამშენებლო ახალი კომპანია Shine Energy გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე მზის ელექტროსადგურების სამშენებლო ახალი კომპანია Shine Energy გამოჩნდა. კომპანიის საქმიანობაზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ მისმა დამფუძნებელმა, ნინო გადელიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, Shine Energy მომხმარებელს მზის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს სთავაზობს. „ჩემი კომპანიის ჩამოყალიბებაზე დაახლოებით ბოლო ერთი წელია ვფიქრობდი. უკვე გასული წლის ოქტომბერში დავაფუძნე Shine Energy, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან […]