La Repubblica: კვარაცხელიას ჰორიზონტზე “რეალი” და “ბარსელონა” არიან – ოსიმენის ანალოგიური კონტრაქტი მისაღები იქნება

იტალიის ყველაზე მაღალტირაჟიანი, ყოველდღიური გაზეთი La Repubblica წერს, რომ ზაფხულში “ნაპოლისთვის” ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი საკვანძო იქნება: “ჰორიზონტზე “რეალი” და “ბარსელონა” შორს არ არიან, ის ორივე კლუბს მოსწონს, მაგრამ ქართველს განვითარების პროცესის გასაგრძელებლად “ნაპოლიში” დარჩენა ურჩევნია. ოსიმენის მსგავსი გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულება შეიძლება იყოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. ეს სტრატეგია შეიძლება სწორი […]
მედიის ცნობებით, რუსეთში შეცვალეს ფლოტის მეთაური

რუსეთმა ადმირალი ალექსანდრ მოისეევი დანიშნა ფლოტის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად – იუწყებიან ახალი ამბების წყარო Fontanka და გაზეთი Izvestia 10 მარტს, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტო Reuters-მა ჯერჯერობით ვერ შეძლო დადასტურება Fontanka-ს ცნობისა, რომლის თანახმადაც 61 წლის მოისეევი – რომელიც ამჟამად ჩრდილოეთის დანაყოფს ხელმძღვანელობს – მალე ფლოტის მუდმივ მეთაურად დაინიშნება. Fontanka – რომელიც სანკტ-პეტერბურგში დაფუძნებული კერძო საინფორმაციო […]
ის ცდება – ნეთანიაჰუ ღაზაში მიმდინარე ისრაელის ომზე ბაიდენის კრიტიკას გამოეხმაურა

კვირას Politico-სთან გამართულ ინტერვიუში ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ბაიდენმა თქვა, რომ ნეთანიაჰუს პოლიტიკა ისრაელს ზიანს აყენებს. “არ ვიცი ზუსტად რა იგულისხმა პრეზიდენტმა, მაგრამ თუკი უნდოდა ეთქვა, რომ მე უმრავლესობის, ისრაელელთა უმრავლესობის სურვილების წინააღმდეგ კერძო მიზნებს მივდევ, და რომ ეს ისრაელის ინტერესებს აზიანებს, მაშინ იგი ორივე შემთხვევაში ცდება”. – […]
პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლში მემარჯვენეთა კოალიცია AD ლიდერობს

პორტუგალიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია დემოკრატიული ალიანსი (AD) ლიდერობს, თუმცა, მთავრობაში მოსვლისთვის მათ სავარაუდოდ უფრო მცირე ზომის პარტიების მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდებათ. AD-ის მემარჯვენეთა კოალიციაში სოციალ დემოკრატიული პარტია (PSD), ქრისტიან დემოკრატიული – სახალხო პარტია (CDS-PP) და ხალხთა მონარქისტული პარტია ერთიანდებიან. სამი ეგზიტპოლის მიხედვით, კოალიციამ ხმების 29-33% მიიღო, რითაც ისინი პარლამენტში 91-მდე მანდატის მოპოვებას […]
საბერძნეთში, მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში, დააკავეს 6 ქართველი ქალი, რომლებიც მედდად არალეგალურად მუშაობდნენ. მათთან ერთად დაკავებულია ალბანეთის 2 და ყაზახეთის 1 მოქალაქეც. ბერძნული მედიის ცნობით, მათ არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი დიპლომები, პროფესიული ლიცენზიები, ჯანმრთელობის ბუკლეტები, ასევე, არ იყვნენ რეგისტრირებული იმ საავადმყოფოს ექსკლუზიური ექთნების რეესტრში, სადაც მუშაობდნენ.
“რეალმა” “სელტა” გაანადგურა და ბოლო 22 მატჩში დაუმარცხებელია

ლა ლიგის 28-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „სელტა“ 4:0 დაამარცხა. მასპინძლები ვინისიუსმა დააწინაურა, შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შესულმა 19 წლის გიულერმა კომპენსირებულ დააფიქსირა. „სამეფო გუნდი“ ჩემპიონატზე ბოლო 22 მატჩში დაუმარცხებელია – 16 მოგება და 6 ფრე. „რეალი“ 69 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ჟირონას“ 7 ქულით უსწრებს და […]
11 მარტს მელია-გვარამიას გუნდების დასკვნით შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ, 11 მარტს სასტუმრო შერატონში მათი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ხვალვე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში. ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას მელია თებერვლიდან აანონსებს. აქამდე მან მხოლოდ მომავალი პარტიის საარჩევნო ნომერი წარადგინა. […]
არნახული დაპირება დე ლაურენტისისგან – რამდენს მიიღებს “ნაპოლი” “ბარსელონას” დამარცხების შემთხვევაში?

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც გულუხვობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ძლევის შემთხვევაში სოლიდურ პრემიას დაჰპირდა. „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, დე ლაურენტისს ძალიან უნდა „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდეს, 2025 წელს აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს და გუნდს ბონუსების სახით 10 მილიონ ევროს დაჰპირდა. თუ „ნაპოლი“ 1/4-ფინალში გავიდა, უეფასგან […]
საქართველოში პლასტიკური ოპერაციები გაძვირდა – ქირურგები მიზეზებზე საუბრობენ

პლასტიკური ქირურგიის, როგორც ბიზნესისთვის, 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა, გაიზარდა როგორც ინდუსტრიის წლიური ბრუნვა, ისე კლინიკებში ადგილობრივი თუ უცხოელი პაციენტების რაოდენობა. მოთხოვნასთან ერთად, მზარდია ფასებიც, რაც ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. საკითხის უკეთ გასაანალიზებლად მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პლასტიკურ ქირურგიაში გამოყენებადი ესთეტიკური აპარატები, კოსმეტიკური საშუალებები თუ სხვა საჭირო მასალები ადგილობრივ ბაზარზე არ იწარმოება, შესაბამისად, ინდუსტრია […]
ინდონეზიური ავიახაზის ორ პილოტს ფრენისას ჩაეძინა, რის გამოც თვითმფრინავმა გეზს გადაუხვია

ინდონეზიის სამთავრობო მედია Antara-ს ცნობით, ერთ-ერთი ბოლო ფრენისას Batik Air-ის ავიახაზების ორ პილოტს გზაში ერთდროულად 28 წუთის განმავლობაში ეძინა, რამაც ნავიგაციური ხარვეზები გამოიწვია, ვინაიდან თვითმფრინავი არასწორ გეზზე აღმოჩნდა. მომხდარზე ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს, რასაც სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორი კრისტი ენდა მურნი ადასტურებს. თვითმფრინავი შიდა ფრენას პროვინციის ქალაქ კენდარიდან ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტის მიმართულებით ასრულებდა, […]