ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერა”- რა უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა პაატა გულიაშვილს

· 530 პაატა გულიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ჰყვება, რის გამოც ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა: „აღმომაჩნდა შაქარი და კიდევ უფრო სერიოზული დაავადებაც. თურქეთში მომიწია წასვლა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დაესვათ. აღმომაჩნდა დივერტიკულიტი. ამ დაავადებას წამალი ვერ კურნავს. თუ გინდა, რომ იყო კარგად, ცხოვრების წესი უნდა შეიცვალო. ამის გამო ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმამ. […]
ხვალ მელიასა და გვარამიას გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

ხვალ, 11 მარტს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. ხვალვე გახდება ცნობილი, 2024 წლის არჩევნებზე ისინი ერთი პარტიით წარსდგენიან თუ ცალ-ცალკე. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში 14:00 საათზე დაიწყება.
ევროპაში „თუთიყუშის ცხელების“ აფეთქებაა – რამდენად საშიშია ეს დაავადება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ორნიტოზის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. ორნიტოზი ესაა ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც „თუთიყუშის დაავადებასაც“ უწოდებენ. ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა აღინიშნება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, დადასტურებულია ლეტალობის 5 შემთხვევა. ინფექციის აფეთქება 2023 წლის ბოლოს დაიწყო და ამ წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. „2024 წლის თებერვალში ავსტრიამ, დანიამ, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ევროკავშირის ადრეული რეაგირებისა და გაფრთხილების სისტემის (EWRS) […]
ხაშურში კინოთეატრი გაიხსნა

ხაშურში კინოთეატრი „ივერია სინემა“ ამოქმედდა. კინოთეატრი ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა გახსნა. როგორც მან bm.ge-თან განაცხადა, “ივერია სინემამ” ფუნქციონირება 4 მარტს დაიწყო. მისივე ინფორმაციით, კინოთეატრი Cavea Cinemas-სთან თანამშრომლობს და ფილმებს მათგან ყიდულობს. „კინოთეატრი ორშაბათს გაიხსნა და ყველა სეანსი ბავშვებითაა სავსე. ჩვენ, Cavea cinemas-სთან ვთანამშრომლობთ და ფილმებს მათგან ვყიდულობთ. რაც შეეხება ფასებს, თბილისთან შედარებით, სეანსებს ნახევარ ფასად ვყიდით,“ […]
ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა ხვალ გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავჯდომარის ნიკა მელიასა და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება. “14:00 საათზე, სასტუმრო “შერატონში” გაიმართება მელია-გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა და გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება”,- აცხადებენ პრესსამსახურში. რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად […]
The Times: ბორის ჯონსონმა ვენესუელაში მადუროსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თებერვალში გასაიდუმლოებული და არაოფიციალური ვიზიტით ვენესუელაში ჩავიდა და ქვეყნის ავტოკრატ ლიდერს ნიკოლას მადუროს შეხვდა. გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი დომინიკის რესპუბლიკაში ოჯახურ არდადეგებზე იყო, საიდანაც იგი ვენესუელაში გაფრინდა და ქვეყნის დედაქალაქ კარაკასის მიმდებარედ, არაუმეტეს 24 საათით დარჩა. The Times-ის თქმით, ჯონსონმა მადუროს უკრაინაში მიმდინარე ომზე, […]
ბიზნესებს, რომლებიც პროფესიულ განათლებაში პრაქტიკას უზრუნველყოფენ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ – “თეგეტა აკადემია”

“ბოლო 2–3 წლის განმავლობაში პროფესიული განვითარების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში და სახელმწიფოს ხედვა ამ მიმართულებით საკმაოდ სწორია. ის ვექტორი, რაც თუნდაც უნარების სააგენტოს ჩამოყალიბებას მოჰყვა – იმედი მაქვს, გაგრძელდება“, – ამის შესახებ “თეგეტა აკადემიის” დირექტორმა ოთო სიხარულიძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა. “თეგეტა აკადემიის” დირექტორის თქმით, სახელმწიფომ ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს იმ ბიზნესებს, […]
16 წლის სალიას გოლით – თბილისის “დინამომ” “ტორპედოს” სძლია

ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი განიცადა და დღევანდელ დაპირისპირებას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები პირველ ტაიმში ლამაზი თავურით 16 წლის სალიამ დააწინაურა. მეორე ტიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა: 61-ე წუთზე „დინამოს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, როდესაც სანტისი ნადარაიას გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კლიაიჩმა მოიგერია. შემდეგ შანსი სტუმრებს […]
უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისგან მუქარა იყო სხვადასხვანაირი – თეა წულუკიანი
რეფორმებმა, მათ შორის, პირველ რიგში მართლმსაჯულების სფეროში, მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოგვეწერა ხელი, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რომელსაც მმართველი გუნდი ამ რეფორმების გატარებისას წააწყდა. „დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთი ხელშემშლელი იმ რეფორმებისა, რომლებსაც ხელისუფლების სახელით იუსტიციის […]
სწორედ ეს ადამიანები 2012 წელს გააფთრებით იბრძოდნენ იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო
„ენჯეო“-სექტორს, რომელიც დღეს ვეტინგს ითხოვს და სასამართლოში კლანებს ხედავს, სურს, აღმოაჩინოს ბნელ ოთახში შავი კატა, რომელიც იქ არ არის, სწორედ ეს აქტორები 2012 წელს გააფთრებით იბრძოდნენ იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში […]