მთავრობა – ევროკავშირსა და გერმანიაში უკრაინის დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, გვინდა გამოვთქვათ წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს

ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, გვინდა გამოვთქვათ ღრმა წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის – საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან […]
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „ოპენჰაიმერმა“ მიიღო – ფილმმა 7 „ოსკარი“ მოიპოვა

„ოსკარის” 96-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად „ოპენჰაიმერი“ დასახელდა. „ოპენჰაიმერმა“, რომელიც 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, შვიდი „ოსკარი“ მოიპოვა. კერძოდ, საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობის, მეორეხარისხოვანი როლის, კინომუსიკის, მონტაჟის და კინემატოგრაფიის ნომინაციებში გაიმარჯვა. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ „ოპენჰაიმერის“ რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა მიიღო. ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ემა სტოუნს გადაეცა ფილმისთვის „საბრალონი“ (Poor Things), […]
„20 დღე მარიუპოლში“ – უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ოსკარი“ მიიღო

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარა უკრაინელი მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“. ის ისტორიაში პირველი უკრაინული ფილმია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად მიჩნეული „ოსკარი“ მიიღო. „20 დღე მარიუპოლში“ რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქზეა. 10 მარტს, ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონიაზე გამოსვლისას მსტისლავ ჩერნოვმა თქვა, რომ მისი სურვილი იქნებოდა, ეს ფილმი არასდროს გადაეღო […]
ოსკარი 2024: საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ემა სტოუნმა გაიმარჯვა

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ემა სტოუნმა ფილმ Poor Things-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო. მსახიობისთვის ეს რიგით მე-2 ოსკარია, სტოუნმა პირველი ჯილდო 2017 წელს La La Land-ში შესრულებული როლისთვის მოიპოვა. Poor Things 4 ჯილდოთი მხოლოდ ოპენჰაიმერს ჩამოუვარდება, კრისტოფერ ნოლანის სურათს ამ დროისთვის 6 ოსკარი აქვს.
ოპენაჰაიმერის ტრიუმფი – ოსკარის გამარჯვებულები ცნობილია

2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერი გახდა, რომელმაც 7 ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპატირებული სცენარის კატეგორიებში მიიღო. ოსკარები გადაეცათ ასევე ფილმში მონაწილე მსახიობ კაცებს – კილიან მერფისა და რობერტ დაუნი ჯუნიორს. 4 გამარჯვებით დაასრულა ასპარეზობა იორგოს ლანთიმოსის Poor Things-მა. ამავე ფილმის ვარსკვლავს, ემა სტოუნს საუკეთესო მსახიობი […]
მე-8 ნომინაცია და პირველი გამარჯვება – კრისტოფერ ნოლანს ოსკარი გადაეცა

ლოს-ანჯელესში 2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება მიმდინარეობს. ოპენჰაიმერის რეჟისორმა, კრისტოფერ ნოლანმა ოსკარი მიიღო. სახელოვანი რეჟისორისთვის ეს რიგით მე-8 ნომინაცია და პირველი გამარჯვება იყო. ამ დროისთვის ოპენჰაიმერი ექვსი ჯილდოთი დაჯილდოების ლიდერია.
ვიქტორ ორბანი – დონალდ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინა-რუსეთის ომისთვის ერთ პენსაც კი არ გასცემს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთ პენსაც არ გასცემს უკრაინა-რუსეთის ომისთვის, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. უკრაინული მედიის ცნობით, გამოცემა M1-თან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი იყო დიდი ხნის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია. „ვიცით, რომ მშვიდობის ადამიანია და ახლაც არ მალავს თავის შეხედულებებს, ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაში სახლებისა და ეკლესიების ბევრი ოდესღაც თეთრი კედელი იყო, რომელიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით

უკრაინაში სახლებისა და ეკლესიების ბევრი ოდესღაც თეთრი კედელი იყო, რომელიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით და ეს ძალიან მჭევრმეტყველად საუბრობს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას, რომ უკრაინას თეთრი დროშის აწევის გამბედაობა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების გამბედაობა უნდა ეყოს. „ნებისმიერი, ვინც იცავს […]
მესამე ნომინაცია და პირველი გამარჯვება – რობერტ დაუნი ჯუნიორმა ოსკარი მიიღო

ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება მიმდინარეობს. საუკეთესო კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი რობერტ დაუნი ჯუნიორმა მიიღო. სამგზის ნომინანტმა ოპენჰაიმერში შესრულებული როლისთვის გაიმარჯვა. ეს ოპენჰაიმერის პირველი ჯილდოა. 3 ოსკარით დაჯილდოების ლიდერი იორგოს ლანთიმოსის Poor Things არის.
ოსკარი 2024: საუკეთესო უცხოური ფილმი ZONE OF INTEREST გახდა

ლოს-ანჯელესში 2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის გადაცემის ცირემონია მიმდინარეობს. საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ჯონათან გლეიზერი The Zone of Interest-მა გაიმარჯვა. ბრიტანული სურათ გერმანულ ენაზეა გადაღებული და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელზე და მის ოჯახზე მოგვითხრობს. ამ დროისთვის დაჯილდოების ლიდერი Poor Things არის, რომელსაც 3 ოსკარი აქვს მოპოვებული.