ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. „როგორც მოგეხსენებათ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი […]

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინა ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებს დრონებით დაესხა თავს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი […]

მთავრობა: გამოვთქვამთ წუხილს უკრაინის ხელისუფლების საქართველოსადმი დამოკიდებულების გამო

საქართველოს მთავრობა “ღრმა წუხილს და შეშფოთებას” გამოთქვამს “იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის – საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს”. მთავრობა განცხადებას ევროკავშირსა და გერმანიაში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის გამო ავრცელებს. საქართველოს მთავრობის შეფასებით, “დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ […]

თენგიზ ფხალაძე – ომი არ და ვერ დამთავრდება რუსეთის გამარჯვებით, ამაზე ყველა შეთანხმებულია, ახლა მთავარი საკითხია შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პუტინის მარცხი

უკრაინისთვის დახმარების საკითხზე აშშ-ს სენატში არშემდგარ კენჭისყრაზე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ აშშ-ში არსებულ ვითარებაზე, იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაზე და ასევე იმაზე, გაზრდილი ტურბულენციის პირობებში რა ვითარებაა სამხრეთ კავკასიაში, „ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. – ბატონო თენგიზ, გასულ კვირას იყო მოლოდინი, რომ აშშ-ს სენატი […]

მთავრობა: საქართველოსა და ხალხის მიმართ უკრაინის დამოკიდებულებაზე შეშფოთებას გამოვთქვამთ

საქართველოს მთავრობა უკრაინასთან დაკავშირებით ორ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ამ ქვეყნის დამოკიდებულების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. წერენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოზიციის დაფიქსირებისგან “დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ თავს”, თუმცა ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შემდეგ, “იძულებულები” არიან, პოზიცია მკაფიოდ გამოხატონ. მთავრობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო […]

პეტრ პაველი – 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა

დაპირებული 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უახლოეს კვირებში გადაეცემა კიევს, – Bild-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. ჩეხეთის ლიდერის თქმით, მიწოდების ამ ვადაში განხორციელება შესაძლებელია, თუ „ფუნდამენტური პრობლემები” არ იქნება. ამასთან, პეტრ პაველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა […]

„ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესოდ „ოპენჰაიმერი“ აღიარეს

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“ 7 ნომინაციაში მოიპოვა ფილმმა „ოპენჰაიმერი“. ამერიკელ ფიზიკოსზე, რობერტ ოპენჰაიმერზე გადაღებული დრამა კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა, მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი კი – საუკეთესო რეჟისორად. ფილმი სულ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის […]

საქართველოს მთავრობა – ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია

ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი […]

საქართველოს მთავრობა – ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ

საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის […]

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება. “14:00 საათზე, სასტუმრო “შერატონში” გაიმართება მელია-გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა და გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება”,- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “2024 წლის […]