ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა. კობახიძის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ამ საკითხზე ინდივიდუალური კონსულტაციები ჰქონდა როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. “ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი და ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებში იყო ზუსტად”, […]

თურქი ბიზნესმენი ბათუმში 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს – ემინ უჩარის პროექტის დეტალები

თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი ბათუმში, კახაბრის დასახლებაში 6 ცათამბჯენის, სასტუმროს და საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობას გეგმავს. 8 ჰექტარზე მეტი ფართობის სამ მიწის ნაკვეთზე ცათამბჯენების და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს უკვე დამტკიცებული აქვს. ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს MAQRO-ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ემინ უჩარია, მერიაში განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) წარდგენილი აქვს. გდგ-ს მიხედვით, […]

“იქნება საუკეთესო მინისტრი” – პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დანიშნა

ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. პრემიერმინისტრმა გადაწყვეტილება ბრიფინგზე გამოაცხადა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოებასთან. “კონსულტაციების ერთერთი მთავარი საკითხი იყო, რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური გუნდის წევრების, ისე სამედიცინ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი […]

მთავრობა ადეიშვილზე: ანტიევროპულ განწყობებს ხელს უწყობს დამნაშავეების თავისუფალი მიმოსვლა

საქართველოს მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირსა და გერმანიაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციაში მყოფი ზურაბ ადეიშვილიც მონაწილეობდა. მათი შეფასებით, ევროკავშირში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა “ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია”. მთავრობის აზრით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ცხრა პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საქართველის […]

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში

14 მარტამდე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება – დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსამდე აიწევს – ამის შესახებ გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა. „11 მარტს დღისით გამოიდარებს და 14 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 8 -13 გრადუსამდე იქნება, შემდეგ დღეებში 15 გრადუსამდე მოიმატებს, 11 მარტს დღისით გამოიდარებს. 14 რიცხვამდე ტემპერატურა საკმაოდ მაღალი […]

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარი – 2.6576 ლარია; 1 ევრო – 2.8949; 1 ფუნტი – 3.3884 ლარი; 1 ლირა კი 0.0834 ლარია. აღნიშნული კურსი ორშაბათს, საღამოს 17:00 საათამდე იმოქმედებს.

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს შუქი მთელი დღით გაითიშება – ნახეთ ჩამონათვალი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11 მარტს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზანდუკელის, მაყაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის და მერაბ კოსტავას ქუჩების […]

სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს – ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

თურქეთის პირველი ლიგის 26-ე ტურში “ქოჯაელისპორი” “ტუზლასპორთან” 1:2 დამარცხდა. მატჩის ბოლო წუთებზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო და დავით სხირტლაძე მოედნიდან გააძევეს, ქართველმა ფორვარდმა მეტოქეს სახეში დაარტყა. “ქოჯაელისპორის” კიდევ ერთმა ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ კი ჩხუბში მონაწილეობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. “ქოჯაელისპორის” რიგებში გიორგი ხარაიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო 36-ე წუთზე მოედანი დატოვა. […]

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება, ზურაბ აბაშიძე კი მთავრობის მეთაურის მრჩევლის თანამდებობაზე გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც. „მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე“, – განაცხადა […]

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა. ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე მიხეილ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა. პოსტიდან კი მიმდინარე წლის 29 თებერვალს გათავისუფლდა.