საქართველოში ინვესტიციები რუსეთიდან თითქმის 19%-ით, ესპანეთიდან 90%-ით, გაერთიანებული სამეფოდან კი 10%-ით შემცირდა

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2023 წელს 66.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის […]
ინვესტიციები 24%-ით შემცირდა – „შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს სავალო ვალდებულებების შემცირება წარმოადგენს“

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1 173.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ […]
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, თუმცა სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონია. „ჯერჯერობით არა, თუმცა დაგეგმილია ვიზიტი და თუ სურვილი იქნება, შევხვდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგრამის აღდგენა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. დანარჩენი ვნახოთ, გვექნება კონსულტაციები“, – აღნიშნა კობახიძემ.
ქართული პრესის მიმოხილვა 11.03.2024

გია ხუხაშვილი – პოლიტიკოსების “აღიარებითი ჩვენება”, ვისკენ გადაიხრება სალომე ზურაბიშვილი და რჩევა ოპოზიციას “ომი და მშვიდობა” “სოციალური პრობლემების” წინააღმდეგ – ვინ რა თემით იწყებს წინასაარჩევნო ბრძოლას ვახტანგ ხმალაძე – “ქართულ ოცნებას”, არ აწყობს არჩევნების სანდოობის ხარისხი დაბალი იყოს, მაგრამ უკვე ეჭვები ჩნდება… რუსეთი „ანტიდასავლურ ღერძს“ ქმნის, საფრანგეთი კი უკრაინაში ჯარის შეყვანის მომხრეთა ალიანსს – მივდივართ […]
საქართველოს საგარეო უწყება – ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო. „როგორც ელჩებს […]
10 მარტს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” მე-2 ტურის მატჩები გაიმართა

10 მარტს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ბაქარ მათიკაშვილი გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური სერგო საბაშვილმა მოიგო. პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული: I ადგილი – ბაქარ მათიკაშვილი II ადგილი – ალექსეი ჭანტურიძე III ადგილი – ლევან ნინიძე IV ადგილი – ლაშა გამახარია V-VIII ადგილი – გოჩა აქუბარდია V-VIII ადგილი […]
„ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი“ | პირველი უკრაინული ოსკარი

უკრაინულმა ფილმმა „20 დღე მარიუპოლში” მიიღო ოსკარი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის. ეს არის პირველი ოსკარი უკრაინის ისტორიაში. „მაგრამ, ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ, ვინც იტყვის, ვისურვებდი რომ არასდროს გადამეღო ეს ფილმი“, — თქვა ფილმის რეჟისორმა მსტისლავ ჩერნოვმა დაჯილდოების ცერემონიალზე. „მე ვისურვებდი შემეძლოს გავცვალო ეს იმაში, რომ რუსეთი არ დასხმოდა თავს უკრაინას, არ მოეხდინა უკრაინული ქალაქების ოკუპაცია, […]
“სერიოზული მიღწევები გვქონდა მისი ძალისხმევით” – ზურაბ აბაშიძე პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თანამდებობას ტოვებს და პრემიერის მრჩევლად ინიშნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. ის იყო წლების მანძილზე პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა […]
“ლსდ”, “მდმა”, “მეთადონი”, “ალფა პვპ”, “კეტამინი” – ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ბ., 1995 წელს დაბადებული ქ.ჩ., […]
პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილმა 2013 წელს თქვა, ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო, ამიტომ კობახიძემ პასუხი ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს და მერე აგებინოს ევროპელებს პასუხი

ივანიშვილმა 2013 წელს თქვა, ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო, ამიტომ კობახიძემ პასუხი ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს და მერე აგებინოს ევროპელებს პასუხი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა. “ჩვენ გვაინტერესებს საქართველოსთვის ევროკავშირი, დაჩქარებული წესით გაწევრიანება, რომ უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, […]