პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების მინისტრებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმის შემუშავება დაავალა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ძალოვანი უწყებების მინისტრებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმის შემუშავება დაავალა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, საჭიროა მომხმარებლებზე ზრუნვა იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი თქვან. „მინდა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა, მოხდა რეალიზატორების იდენტიფიცირება, ქსელების იდენტიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო მეტია […]

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ქაჯაია იქნება, ზურაბ აბაშიძე კი მთავრობის მეთაურის მრჩევლის თანამდებობაზე გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც. „მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე“, […]

ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს იმისთვის, რომ გამართა შეხვედრები გამართა ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებთან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი შემაშფოთებელია. როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზურაბ ადეიშვილი რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორ-შემოქმედი იყო, რომელსაც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. „მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს იმისთვის, რომ გამართა შეხვედრები როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. ჩვენთვის […]

„ალ-ქაიდას“ იემენის განშტოების ინფორმაციით, მათი ლიდერი დაიღუპა

დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ იემენის განშტოების ლიდერი, ხალიდ ალ-ბატარფი დაიღუპა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დაჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული. „ალ-ქაიდას“ იემენის განშტოება ხალიდ ალ-ბატარფის სიკვდილის მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მის ადგილს საად ბინ ატეფ ალ-ავლაკი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებს ალ-ბატარფი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული, საად ბინ ატეფ ალ-ავლაკზე […]

გიორგი მიქაუტაძე სიცრუეს უწოდებს ტელვიზიით გასულ ინფორმაციას სოფელ წავკისში მისი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე სიცრუეს უწოდებს ტელვიზიით გასულ ინფორმაციას სოფელ წავკისში მისი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია ემსახურება არამხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. „მსურს გამოვეხმაურო 2024 წლის 9 მარტს ტელეკომპანია “ტვ პირველზე” გასულ ცრუ ინფორმაციის შემცველ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არამხოლოდ ჩემი […]

ირაკლი კობახიძე – უნდა შევიმუშაოთ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით

მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტზე დავიწყებთ დაუყოვნებლივ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმონ აღნიშნულ საკითხს. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, […]

თორნიკე რიჟვაძე – ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადანის თვის დადგომას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დაწყებას ულოცავს. ამის შესახებ რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადანის თვის დადგომას. რამადანის თვის რწმენით და სიკეთით დასრულებას, მშვიდობას, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის – შპს „გეოპლასტი“-ის დირექტორმა, კონსტანტინე საღარეიშვილმა მოაწერეს. „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარებისა და არსებული სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა გამწმენდი […]

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „prowein düsseldorf” ქართული ღვინის 28 კომპანია მონაწილეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „prowein düsseldorf” ქართული ღვინის 28 კომპანია მონაწილეობს. მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე მოსულ სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ქართული ღვინის დაგემოვნებისა და შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ. ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის, გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ მონაწილეობას […]

მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა, ყველა მინისტრი ძალიან კარგად მუშაობს – ირაკლი კობახიძე

მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა, რადგან ყველა მინისტრი ძალიან კარგად მუშაობს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად, მათ შორის ის მინისტრებიც, რომელიც დაასახელეთ [ჟურნალისტმა] – საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, აქედან გამომდინარე არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა“, – განაცხადა კობახიძემ.