ირაკლი კობახიძე – ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე

ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მოგეხსენებათ, ის წლების განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც მინისტრებს საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ირაკლი კობახიძემ ზურაბ აბაშიძეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ის პრემიერის მრჩევლის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა. „მოგეხსენებათ, […]
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი კი გიორგი ქაჯაია იქნება. პრემიერმინისტრის მრჩეველი – ზურაბ აბაშიძე. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი რევაზ ჯაველიძე 1 მარტს გაათავისუფლეს. […]
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება აბაშიძემ თავად მიიღო. მისივე თქმით, აბაშიძე დღეიდან პრემიერმინისტრის მრჩეველი იქნება. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ახალი მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება. “ბატონი ზურაბ აბაშიძე – მან […]
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა არის, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და ეს პროცესები, რომელიც ვითარდება, გვიზრდის ამის შანსს
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა არის, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და ეს პროცესები, რომელიც ვითარდება, გვიზრდის ამის შანსს ჩვენი ამოცანა არის, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და ეს პროცესები, რომელიც ვითარდება, ჩვენ გვიზრდის ამის შანსს, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანება. „იქმნება რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს. საბოლოო ჯამში ჩვენი […]
მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის

მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელსაც უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური […]
ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებული მონაცემები მანიპულაციურია, შეგვიძლია, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება
ის მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად არის მანიპულაციური და შეგვიძლია, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. „რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის […]
ვიქტორ ორბანი: მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში

ვიქტორ ორბანი: მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. „დონალდ ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი. მან მოიპოვა პატივისცემა მსოფლიოში და შექმნა პირობები მშვიდობისთვის. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. ჩვენ გვჭირდება […]
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად
მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არის ბევრი გამოწვევა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული მჭიდრო თანამშრომლობისა და დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს არის სამედიცინო საზოგადოება, ესენი არიან დევნილები, ადამიანები, რომლებთანაც დაკავშირებულია სოციალური დახმარების […]
ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე
ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხელი შეუწყონ დიდი გამოწვევების სწორად და ეფექტიანად წარმართვაში, ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირას“ მასზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. […]
ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები, იყო ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან
ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები, იყო ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, აუცილებელია კონსულტაციები. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა კანდიდატურები, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა თავი […]