მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი – პრემიერი

მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დამონტაჟებული ღობის მოხსნის შესახებ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ღობე, რომელიც მოხსნეს, […]
საქართველოს მთავრობა უკრაინას ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის გადაცემას სთხოვს

საქართველოს მთავრობა უკრაინის ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემას სთხოვს. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს, ამჟამად უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი უკავია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 11 მარტს, გამოაქვეყნა ორი განცხადება, რომლებიც ბრიუსელსა და […]
პეტრ პაველი – უკრაინაში ნატო-ს ჯარების ყოფნა საერთაშორისო ნორმებს არ დაარღვევს

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი დარწმუნებულია, რომ თუ ნატო-ს ჯარები უკრაინას დახმარებას უშუალოდ მის ტერიტორიაზე გაუწევენ, ეს არცერთ საერთაშორისო ნორმას არ დაარღვევს. მედიის ინფორმაციით, პეტრ პაველმა ჩეხურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია მკაფიოდ განვასხვავოთ საბრძოლო ჯარების განლაგება და ჯარების შესაძლო ჩართვა გარკვეულ მხარდამჭერ საქმიანობაში, რომლის გამოცდილებად ნატო-ს უკვე აქვს. „უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსიის და დონბასის […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, ასევე დაიკითხებიან მოწმეებიც. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთვება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. 7 ნოემბრის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია. „მოცემულ საქმეში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს არც […]
შალვა პაპუაშვილი გვარამია-მელიაზე – ვუყურებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონირების პროცესს

კლონირების პროცესს ვუყურებთ – ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი და მეორე “ნაციონალური მოძრაობის” [ყოფილი] თავმჯდომარე გამოდიან და უნდათ, რომ სერიოზული სახით ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი არ არიან “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი სხვა ოპოზიციური პარტია არ არსებობს და ყველა მათგანი […]
დავით ბერძენიშვილი – ყველა კონკურენტუნარიანი საარჩევნო სუბიექტი რეალურად დე ფაქტო კოალიციური პლატფორმაა

ყველა კონკურენტუნარიანი საარჩევნო სუბიექტი რეალურად დე ფაქტო კოალიციური პლატფორმაა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური ამომრჩევლის რეალური ორიენტირი მხოლოდ ოთხი საარჩევნო პლატფორმაა: ნიკა მელიას მიერ დაანონსებული პლატფორმა, მიხეილ სააკაშვილის პლატფორმა, ასევე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პლატფორმები. ბერძენიშვილის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დარწმუნება […]
მთავრობა რამდენიმე ათას სტუდენტს საჯარო და კერძო სტრუქტურებში ანაზღაურებას სტაჟირებას ჰპირდება – რა განაცხადა პრემიერმა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე ათას სტუდენტს საშუალებას მისცემს, რომ რამდენიმე თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პირველივე საპილოტე წელს სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ამისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა. “მინდა მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის, რომელიც სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას უკავშირდება. მინდა მოგახსენოთ, […]
ნაგავსაყრელზე ახალშობილის ცხედარი იპოვეს – სად მოხდა შემთხვევა?

პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, ახალშობილის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. “პეტროპავლოვსკ-კამჩატსკსში მდებარე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნაგავში იპოვეს ახალშობილი მამრობითი ბავშვის ცხედარი. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლით „დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
რა გელოდება დღეს – 11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ნაყოფიერი და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დამშვიდდით, ნაჩქარევი დასკვნები და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები, იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ. პანიკაში ნუ ჩავარდებით, თუ რაღაც ისე არ ხდება როგორც გსურთ და ნურც ბედს დაემდურებით. არსებობს შანსი, რომ განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეთ და მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. კურო არჩევანის გაკეთება […]
უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით
უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. „რამდენიმე ადამიანმა მომმართა ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხზე. იყო კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ტყეები. მე არ მაქვს […]