ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებული მონაცემები მანიპულაციურია, სინამდვილეში, სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66-პროცენტიანი ზრდაა 2012 წლის შემდეგ, რაც არის დაბალი მაჩვენებელი

ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებული მონაცემები მანიპულაციურია, სინამდვილეში, სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66-პროცენტიანი ზრდაა 2012 წლის შემდეგ, რაც არის დაბალი მაჩვენებელი ის მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად არის მანიპულაციური და შეგვიძლია, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების […]

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში. ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა. „გარდა ამ […]

მიხეილ სააკაშვილი – რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „რუსული რეჟიმი“ აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის და ამზადებენ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში. როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ასევე მთელი რიგი პროვოკაციების მოწყობა იგეგმება. “მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის. ვიცი, რომ ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იდეოლოგიურ […]

შალვა პაპუაშვილი – ე.წ. ვეტინგზე მაგალითად მოჰყავთ უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის და მოლდოვაში ადეიშვილის მოადგილის მიერ ჩატარებული რეფორმა, აქ ჩვენი პასუხი მკაფიოა – ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს აღარ ჩატარდება

ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით მაგალითად მოჰყავთ უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის მიერ ჩატარებული და მოლდოვაში ზურაბ ადეიშვილის მოადგილის მიერ ჩატარებული რეფორმა, აქ ჩვენი პასუხი მკაფიოა – ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს აღარ ჩატარდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რეალურად, ყველა მოსამართლე ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს და ყველაფერი საჯაროა. “სინამდვილეში ყველა მოსამართლე ავსებს […]

ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს იმისთვის, რომ შეხვედრები გამართა ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებთან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი შემაშფოთებელია. როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზურაბ ადეიშვილი რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორ-შემოქმედი იყო, რომელსაც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. „მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს იმისთვის, რომ გამართა შეხვედრები როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. ჩვენთვის […]

მაროკო ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწოდებს

მაროკო ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაროკო ღაზის ტერიტორიაზე დახმარების საჰაერო ბუშტების საშუალებით ჩამოგდებას გეგმავს. მაროკოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, მაროკოს სამეფო საჰაერო ძალების ექვსი გადამზიდი ხომალდი უკვე ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტისკენ მიემართება. ბენ გურიონის აეროპორტიდან მაროკოს საჰაერო ძალები ღაზის ჩრდილოეთით გაემართებიან, სადაც ჰუმანიტარული დახმარების შეკვრებს ჩამოაგდებენ. ისრაელის […]

სააკაშვილი: რუსული რეჟიმი არჩევნებისთვის ამზადებს გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში

რუსული რეჟიმის შურისძიებაა ის, რაც ხდება საქართველოში. მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის. მე როგორც ვიცი, ისინი უახლოს ხანში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენს ეკლესიაზე, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, ისევე როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას.

დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება – კობახიძე

დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. “მინდა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს. ასევე, ძალოვანმა უწყებებმა – მათ შორის, შსს-მ. ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა ძალიან მძიმე დანაშაულია. განსაკუთრებით, როცა დიდ ოდენობაზეა საუბარი – იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი […]

ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა – ტოპ 10

2023 წლის განმავლობაში საქართველომ 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რამაც 392 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ბრიტანეთი ყოველწლიურად ხვდება საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში, რადგანაც უმსხვილესი ქართული საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად ბრიტანულ კომპანიებს წარმოადგენენ და […]

თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 56%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თებერვალში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 118,507 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის თებერვალი 75,760 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 37 %-ით […]