დავით ბერძენიშვილი: ყველაზე მწარედ და გამორჩეულად ივანიშვილი დაისჯება

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი მის შვილზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველაზე მწარედ და გამორჩეულად ბიძინა ივანიშვილი დაისჯება:
„ჯგრო. პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე,“ – წერს დავით ბერძენიშვილი.
ზუკა ბერძენიშვილს, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი წევრია, თავს დღეს დილით საკუთარ სახლთან დაესხნენ იმ დროს, როცა სამსახურში მიდიოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სალომე ნიკოლეიშვილმა (ბარკერი) გაავრცელა. ის ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხვდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს სალომე ბარკერი.
“შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა”, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.
შინაგან საქქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1¹ მუხლით დაიყწო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ