შალვა პაპუაშვილი – როცა ვხედავთ, კრიმინალები ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებიან, რა ვქნათ, გავჩუმდეთ?! – ვინც საქართველოს მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევს, სანქციების დარღვევა მათ შეწყვიტონ და დამნაშავეები გადმოგვცენ

როდესაც ვხედავთ, რომ კრიმინალები ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებიან, რა ვქნათ – გავჩუმდეთ?! გამოსავალი არის არა გაჩუმება, ჩაჩუმება და ცენზურა, არამედ ღია საუბარი – ის ვინც, საქართველოს მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევს, სანქციების დარღვევა მათ უნდა შეწყვიტონ და დამნაშავეები გადმოგვცენ! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან ზურაბ ადეიშვილთან, დავით კეზერაშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან […]

მიხეილ სააკაშვილი – ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით ჩავიდა სამშობლოში, ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდა რეჟიმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს

ალექსეი ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით საკუთარ სამშობლოში ჩავიდა. ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდნენ – კონკრეტულად ის რეჟიმი გაუსწორდა, რომელიც ქვეყანაში არის და რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილის შეფასებით, “ნავალნი ნამდვილი გმირი იყო”. „მინდა ვთქვა, რომ […]

შალვა პაპუაშვილი – ერთი საკადრო გადაწყვეტილებით ოკუპაციის საკითხი არ წყდება – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, ამიტომ გაღრმავებაზე არ არის საუბარი

ერთი საკადრო გადაწყვეტილებით ოკუპაციის საკითხი არ წყდება – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, ამიტომ გაღრმავებაზე არ არის საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნა გააღრმავებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობებს“. მისივე თქმით, ოკუპაციის პრობლემის მოგვარება ერთ ადამიანზე არაა დამოკიდებული. „სამწუხაროდ, რა თქმა […]

პაპუაშვილი: გვაქვს 1 მკაცრი პრიორიტეტი EU-ს მიმართ – არ შეიფაროს ქართველი კრიმინალები

ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს კითხვების გაჩენას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ და ევროკავშირი სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მხრივ ვიზიარებთ. ეს ეწინააღმდეგება 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით – რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ადამიანად, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი. კიდევ უფრო […]

„ქრაუნ პლაზა ბორჯომმა“ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე უკვე მეორედ, საუკეთესო კურორტის წოდება მიიღო

5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“, რომელიც 8 წელია ბორჯომში ოპერირებს, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე, საუკეთესო კურორტის წოდება მეორედ მოიპოვა. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კალანდაძემ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ოსკარად ცნობილმა, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოება World Travel Awards, ჯერ კიდევ გასულ წელს, ბათუმში ჩატარდა, ხოლო წელს 31-ე ცერემონიის მასპინძელი თავად გერმანია, ბერლინი იყო. ღონისძიებაზე წარდგენილი […]

უნდა გამკაცრდეს სასჯელი დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე – ირაკლი კობახიძე

უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. „რამდენიმე ადამიანმა მომმართა ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხზე. იყო კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ტყეები. მე არ მაქვს […]

საქართველოს მთავრობა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, გვინდა გამოვთქვათ ღრმა წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის – საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს. “გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს, უკრაინის ხელისუფლების […]

დღევანდელი მთავრობის სხდომა და პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ნამდვილად არ ტოვებდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატის შთაბეჭდილებას

„საინტერესო“ უწოდა „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო გადაადგილებებს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ცვლილებებია დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა მყოფ რუსეთ/საქართველოს ფრონტზე. როგორც ქართველიშვილი წერს, გარდა საკადრო ცვლილებებისა, მთავრობის სხდომაც კი, სცილდებოდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატს. „დღევანდელი მთავრობის სხდომა და პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ნამდვილად არ ტოვებდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატის შთაბეჭდილებას. […]

რუსულმა თავდასხმამ ოდესაში ინფრასტრუქტურა დააზიანა

უკრაინის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 11 მარტის ღამეს მოახდინეს მასობრივი თავდასხმა დრონებით ქალაქ ოდესაზე. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რამაც გამოიწვია ხანძარი, რომელიც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჩააქრეს. ასევე დაზიანდა ქალაქის ადმინისტრაციული შენობები, ჩაიმსხვრა რამდენიმე სახლის ფანჯრები. გარდა ამისა, დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა მიმდებარე შენობებიც. სამხედროების ინფორმაციით, უკრაინის […]

უკრაინულ დოკუმენტურ ფილმს, “20 დღე მარიუპოლში”, “ოსკარი” გადაეცა

უკრაინულ დოკუმენტურ ფილმს, “20 დღე მარიუპოლში”, “ოსკარი” გადაეცა ისტორიაში პირველად უკრაინული ფილმის ავტორებს “ოსკარი” გადაეცათ. ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში, უკრაინელი რეჟისორის მეტისლავ ჩერნოვის ფილმმა “20 დღე მარიუპოლში” გაიმარჯვა. ფილმი 2022 წელს რუსული ჯარების მიერ მარიუპოლის ალყის შესახებ მოგვითხრობს. ცნობისთვის, Associated Press-ის ჟურნალისტი მესტილავ ჩერნოვი ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან […]