„საქსტატი“ – წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0%-ით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე

„საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ინფორმაციის თანახმად, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება. „რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1 173.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა […]
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე დისტანციურად სწავლებაც იქნება შესაძლებელი – ელექტრონული პროგრამების შექმნის საფუძველზე, კანონში „ონლაინ უნივერსიტეტის“ ცნება შემოვა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამებს, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, […]
ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ. „ევროკავშირთან […]
ზურაბ აბაშიძე – ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება

ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. “ჟენევის ფორმატი შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების ფორმატი, საერთაშორისო ჩართულობით. [ჩატარების ადგილის შეცვლა] ერთი მხარის ჩართულობით ასეთი საკითხი ვერ გადაწყდება… ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება”- […]
გიორგი ამილახვარის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული სტანდარტების მიზნების დამტკიცება კომპლექსური პროცესია და შესაძლებელია, რომ მისმა დანერგვამ 2025-2026 სასწავლო წლისთვის გადაიწიოს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული სტანდარტების მიზნების დამტკიცება კომპლექსური პროცესია და შესაძლებელია, რომ მისმა დანერგვამ 2025-2026 სასწავლო წლისთვის გადაიწიოს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაწყებულია ყველა სასკოლო საგნის განახლებული სტანდარტის პროექტზე მუშაობაც. „რეალურად ამ რეფორმას თავისი დრო სჭირდება. არ გვინდა ეს ფორსირებულად გავაკეთოთ. გვინდა […]
CNN – რუსეთი აწარმოებს სამჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს, ვიდრე უკრაინისთვის აშშ და ევროპა ერთად

დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ომისთვის თვეში დაახლოებით 250 000 საარტილერიო ჭურვს, ანუ წელიწადში 3 მილიონამდე, აწარმოებს, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინისთვის აწარმოებენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN ევროპული დაზვერვის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას ერთად შეუძლიათ წელიწადში მხოლოდ 1.2 მილიონი საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინაში გასაგზავნად. გასულ კვირას […]
“იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ” – მიქაუტაძის კომენტარი “კლერმონთან” მატჩის შემდეგ

გუშინ, 10 მარტს, ლიგა 1-ის 25-ე ტურში, “მეცმა” “კლერმონს” უმასპინძლა და გიორგი მიქაუტაძის გოლით 1:0 გაიმარჯვა. მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა ასე თამაში უნდა გააგრძელოს. “ამ შეხვედრაში გამარჯვებით დადებითი განწყობა შევიქმენით. ცოტა ხნის წინ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია გვქონდა და მიხარია, რომ “ნანტთან” გამარჯვების შემდეგ “კლერმონიც” დავამარცხეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლიგა […]
“ენმს კლონირების პროცესი” – პაპუაშვილი მელია – გვარამიას ერთობაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი მელია-გვარამიას ახალ ერთობას ენმ-ს კლონირების პროცესად აფასებს. პარლამენტის თავმჯომარე ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიაც იგივე “ნაციონალური მოძრაობაა”, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მსგავსი ქმედებები წყალს “ქართული ოცნების” ნიადაგზე ასხამს, რადგან ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება უფრო გაუმარტივდება. ამ კლონირების პროცესს ვუყურებთ ჩვენ, რომლის მიზანი არის, […]
“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული“ – ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობის დატოვების ინიციატივით მან თავად მიმართა რამდენიმე თვის წინ მაშინდელ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს:: “მე რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მივმართე წინადადებით რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე. ლოგიკა მარტივი იყო-2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მან […]
დიდი სურვილი მაქვს დავტოვო ახალგაზრდები ვინც ჩემს საქმეს გააგრძელებენ
ფატი თურმანიძე საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, ვინც უძველეს ქართულ დასარტყამ საკრავს, დიპლიპიტოს პროფესიონალურ დონეზე ამზადებს. სხვათა შორის, სპეციალისტების აზრით, ეს საქმე მას მამაკაც ოსტატებზე უკეთესად გამოსდის. გარდა ამისა, ამზადებს დაირასაც, რომელსაც გამორჩეული ბგერა აქვს და კიდევ, მან ახალი, საავტორო მუსიკალური ინსტრუმენტი – დარპლიპიტო შექმნა, რომელიც დიპლიპიტოსა და დაირის სინთეზს წარმოადგენს. სწორედ ამის გამო ის სახელმწიფო […]