სუს-მა ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის თ. ც. დააკავა, რომლიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაცის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ თ.ც-ის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად […]
აბაშიძე: პრაღის ფორმატში, აქამდე აბაშიძე-კარასინის ფორმატს რომ ეძახდნენ, ახლა იქნება ქაჯაია

პრაღის ფორმატს პირობითად ასე უწოდებდნენ ხოლმე – “აბაშიძე-კარასინის” ფორმატი – რეალურად ეს არის პრაღის ფორმატი, ადრე ხშირად ვამბობდი ხოლმე, შეიძლება იყოს აბაშიძე, შეიძლება იყოს სხვა პიროვნება, მართლაც, ახლა იქნება ქაჯაია. ახლა უნდა შეეჩვიოთ ამ კარგი პიროვნების სახელსა და გვარს. […] ახლა იქნება “ქაჯაია-კარასინის” ფორმატი. თქვა ზურაბ აბაშიძემ. როგორც დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რუსეთთან ურთიერთობის […]
LATAM Airlines-ის რეისზე “ტექნიკური პრობლემის” გამო, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა

ახალზელანდიური მედიის, New Zealand Herald-ის ინფორმაციით, ჩილეში დაარსებული ავიაკომპანიის, LATAM Airlines-ის თვითმფრინავზე, რომელიც სიდნეიდან ოკლენდში მიფრინავდა, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც მგზავრები, ასევე ეკიპაჟის წევრები. როგორც გამოცემას ავიაკომპანიაში უთხრეს, ინციდენტი გამოიწვია “ტექნიკურმა პრობლემამ”, რის გამოც თვითმფრინავმა “მკვეთრი მოძრაობა” განახორციელა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. სააგენტო Reuters-ი FlightAware-ზე დაყრდნობით წერს, რომ LATAM […]
შალვა პაპუაშვილი – ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირის მიმართ – ევროკავშირი არ უნდა იქცეს ქართველი კრიმინალების თავშესაფარ სივრცედ

მივესალმებით და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდანაც მკაფიოდ დაფიქსირდეს საქართველოს პოზიცია, რაც შეეხება სისხლის სამართლის დამნაშავის მაღალ დიპლომატიურ დონეზე მიღებას ბერლინსა და ბრიუსელში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი […]
ანგარიში – საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს

საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს. ამასთან, ფსიქიატრიულ საწოლებს ის პაციენტები იკავებენ, რომელთა გაწერაც ვერ ხერხდება არა კლინიკური მდგომარეობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის გამო – ოჯახის წევრები ხშირად პაციენტთა მიღებაზე უარს აცხადებენ, – ასეთია მოკვლევის შედეგი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა […]
ირაკლი ზარქუა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – გაყურსულები არიან ხელმოცარულები, პრობლემას თვალს ვერ უსწორებენ – ხმა რომ ამოიღონ, დაფინანსება შეუწყდებათ

უმცირესობათა უფლებებს ჩვენ ვიცავთ, მაგრამ სულ სხვაა ლგბტ პროპაგანდა და ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს ბავშვებს არ გავწირავთ იმისთვის, რომ გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც არეული აქვთ გზა და კვალი, იმიტომ, რომ დაფინანსება მიიღონ, თაობებს თავისი აზრები თავს მოახვიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ლგბტ პროპაგანდის […]
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე დისტანციურად სწავლებაც იქნება შესაძლებელი – ელექტრონული პროგრამების შექმნის საფუძველზე, კანონში „ონლაინ უნივერსიტეტის“ ცნება შემოვა

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე დისტანციურად სწავლებაც იქნება შესაძლებელი – ელექტრონული პროგრამების შექმნის საფუძველზე, კანონში „ონლაინ უნივერსიტეტის“ ცნება შემოვა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამებს, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა, […]
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

11 მარტს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ. „ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების […]