მინისტრის თქმით, სამაგისტრო-საბაკალავრო სრულად დისტანციური სწავლების პროგრამები შეიქმნება

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება. კერძოდ, მინისტრმა თქვა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ნაწილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლების დისტანციურად წარმართვა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ შესაძლებელი ხდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა. გიორგი ამილახვარი ამბობს, […]

აბაშიძე: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ მაშინდელ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტზე სხვისი დანიშვნის ინიციატივით თავად მიმართა. მისი თქმით, “ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული”, ამიტომ ღარიბაშვილმა მისი მოსაზრება დადებითად მიიღო. “მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ პრემიერმინისტრს, მე მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მივმართე თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ […]

ირაკლი ზარქუა – ორი ნიკა, ორი „მამალი ნაცი“ ერთიანდება 4 ნომრის ქვეშ და ერქმევათ „ახალი ნაცები“ – ეს პირდაპირ ურტყამს ჩემ „ხაბეს“, „კარენოი“ „ნაცებს“, იმიტომ, რომ მათი ხმები მიაქვთ

ორი ნიკა, ორი „მამალი ნაცი“ ერთიანდება 4 ნომრის ქვეშ და ერქმევათ “ახალი ნაცები” – ეს პირდაპირ ურტყამს ჩემს “ხაბეს“, “კარენოი” “ნაცებს”, იმიტომ, რომ მათი ხმები მიაქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მათ რა სახელიც არ უნდა დაირქვან, მაინც “მწვალებელთა და “ლუზერების” ღირსეული წარმომადგენლები იქნებიან და საქართველოს […]

„საქართველოს ბანკის“ ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე „მდგრადი ეკონომიკის ფორუმში” მონაწილეობას იღებდა

„საქართველოს ბანკის“ ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე „მდგრადი ეკონომიკის ფორუმში” მონაწილეობას იღებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან თანამშრომლობით რიგით მეხუთე „მდგრადი განვითარების ფორუმი“ გამართა. წელს ფორუმს 15 […]

ზურაბ აბაშიძე – რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში, მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი

რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, რისკები არსებობს, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. „საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ვაჭრობა მიმდინარეობს, საკმაოდ დიდი […]

აბაშიძე: ყველაფერს აქვს დასასრული, მე ვთხოვე პრემიერს, სხვა პიროვნებაზე გვეფიქრა

ზურაბ აბაშიძის თქმით, მან რამდენიმე თვის წინ მიმართა მაშინდელ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე სხვა ადამიანი დაენიშნათ. “ყოველთვის ვგრძნობდი მისგან [ირაკლი ღარიბაშვილი] მხარდაჭერას, მივმართე თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე. ლოგიკა მარტივი იყო – 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. მან პრინციპში, დადებითად მიიღო […]

კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ოპოზიციად წოდებულნი, გამტარებელი არიან იმ პოლიტიკის, რასაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა ჰქვია

კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ოპოზიციად წოდებულნი, გამტარებელი არიან იმ პოლიტიკის, რასაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა ჰქვია კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ აქ არსებული ე.წ. ოპოზიციად წოდებულნი, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენელნი, გამტარებელი არიან იმ პოლიტიკის, რასაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა ჰქვია! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ […]

მაღალ პროფესიონალიზმს წესიერება, პატიოსნება, გულისხმიერება და ადამიანობა განსაზღვრავს, რაც არ აკლია მიხეილ სარჯველაძეს

მაღალ პროფესიონალიზმს წესიერება, პატიოსნება, გულისხმიერება და ადამიანობა განსაზღვრავს, რაც არ აკლია მიხეილ სარჯველაძეს გარდა იმისა, რომ ყველა თანამდებობაზე, სადაც კი უმუშავია მიხეილ სარჯველაძეს, წარმატება სულ თან სდევდა, ახლაც დარწმუნებული ვარ მაღალ პროფესიულ დონეზე გაართმევს თავს ახალ თანამდებობას, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნის შესახებ. ფოჩხუას თქმით, მაღალ პროფესიონალიზმს წესიერება, პატიოსნება, გულისხმიერება […]

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის კონსულტაციები დაიწყება – პრემიერი

უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, რომ სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე და სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი მიზანია, შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას […]

დუბაიში გამართულ მსოფლიო პოლიციის სამიტზე პირველი უპილოტო მფრინავი შუქნიშანი წარმოადგინეს

Khaleej Times-ის გავრცელებული ინფორმაციით, დუბაიში გამართულ მსოფლიო პოლიციის სამიტზე (WPS) პირველი უპილოტო მფრინავი შუქნიშანი წარმოადგინეს. ეს არის ჩვეულებრივი შუქნიშნისა და კვადკოპტერის ჰიბრიდი. უახლოეს მომავალში მოწყობილობას ადგილობრივი პოლიცია გამოიყენებს. მფრინავი შუქნიშნის განთავსება იგეგმება გადატვირთულ გზებზე, სადაც ხშირია საცობები. მისი გამოყენება დაგეგმილია გადაუდებელი შემთხვევების და გზებზე არსებული შუქნიშნების გაფუჭების შემთხვევაში. „ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც იმპროვიზირებული შუქნიშანი […]