ივლისისთვის უკრაინა პარტნიორებისგან დაპირებული 45-დან მხოლოდ ექვს F-16-ს მიიღებს

უკრაინას შეუძლია დასავლელი პარტნიორების მიერ დაპირებული F-16 ტიპის 45 ავიაგამანადგურებლის ნაცვლად მხოლოდ ექვსი მიიღოს ივლისში, იტყობინება The New York Times-ი. შეფერხების მთავარი მიზეზია რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა ფეტეშტიზე მფრინავების მომზადების საქმეში არსებული პრობლემები. მართალია, მომზადება ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ, ის მაინც უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ამას უკრაინა და დასავლელი პარტნიორები მოელოდნენ, რადგან მფრინავებმა უნდა ისწავლონ […]

ნიკა მელია – დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა, დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა – დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია

გადაწყვეტილება არის თქვენზე. ჩვენ გვჭირდება ახალი საქართველო, -ამის შესახებ “მთავარი არხის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ მისი და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდის წარდგენამდე განაცხადა. ამასთან, როგორც თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მათი ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობა 3 თვე მიმდინარეობდა. “ვიცი, რომ ათიათასობით ძალიან აქტიური ამომრჩეველი, სხვადასხვა გემოვნების, დღემდე ელოდება საბოლოო […]

ანა წითლიძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შევიმუშავეთ დეინსტიტუციონალიზაციის მთავარი გამოწვევები, თუ როგორ უნდა მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში

საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე განიცდის დეპრესიას, დაღლილობას, შფოთვას, რასაც იწვევს მძიმე სოციალური ეკონომიკური პირობები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შევიმუშავეთ დეინსტიტუციონალიზაციის მთავარი გამოწვევები, თუ როგორ უნდა მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანები ვერ ახერხებენ უბრალოდ თვიდან თვემდე იცხოვრონ და საკუთარი […]

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიატრიულ სერვისებზე გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უშუალოდ სამკურნალო პროცესზე იხარჯება, რეაბილიტაციის კომპონენტს კი, მინიმალური რესურსი ეთმობა

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიატრიულ სერვისებზე გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უშუალოდ სამკურნალო პროცესზე იხარჯება, რეაბილიტაციის კომპონენტს კი, მინიმალური რესურსი ეთმობა. ამასთან, არ არსებობს ე.წ. აღდგენის გეგმა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მედიკამენტების საკითხს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნის თანახმად, ბაზარზე არ არსებობს რიგი ეფექტიანი […]

Galt & Taggart – იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად მშენებლობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის დარგებმა განაპირობა. ამასთან, ვაჭრობის, უძრავი ქონების და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში შემცირდა რეალური ზრდა. „ჩვენი საბაზისო სცენარით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6.0%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 7.0%-იან ზრდას ველოდებით. ინფლაცია […]

გიორგი ვაშაძე – მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი, რა შექმენით ისეთი, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები?

მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი, რა შექმენით ისეთი, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები? ადამიანების შემოსავლები იკლებს და დანახარჯები იმატებს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები რეალობას მოწყვეტილები არიან. „მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო, როგორ შეგიძლია, რომ კმაყოფილი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით? როგორ […]

ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულებს, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა

ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულებს, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა. როგორც მოქალაქეებმა განაცხადეს, მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული დაპირება ვერ მიიღეს, თუმცა უახლოეს პერიოდში მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტმა შესაძლოა, თბილისში, საქართველოს მთავრობასთან გადაინაცვლოს. „დაპირება არ ყოფილა ცალსახად, რომ ის საკითხები მოგვარდება, რაც დღის წესრიგში არის, […]

ბიტკოინის ფასი $72 000-ს უახლოვდება – CoinDesk

პირველად 2021 წლის 20 ნოემბრის შემდეგ ბიტკოინის ფასი $72 000-ს უახლოვდება. თბილისის დროით 14:50 საათისთვის ბიტკოინის ფასი 71 691 დოლარია. ამას მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც Bloomberg აღნიშნავს, პოპულარულ […]

უკრაინა საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

უკრაინა ემზადება 2022 წელს შეწყვეტილი ფრენების განახლებისთვის. ოფიციალური პირები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირისა და აშშ-ის მარეგულირებელებთან. ფრენების აღსადგენად კიევი აპირებს გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება. ამის შესახებ უკრაინის ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დროზე, მაგრამ კიევი უკვე აწვდის მარეგულირებლებს ხედვას, თუ როგორ იმუშავებს იგი საომარი მდგომარეობის პირობებში. […]

წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%, ტურიზმის შესავლები კი 4.5 მლრდ დოლარი იქნება – Galt&Taggart-ის პროგნოზი

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%- ის დონეზეა მოსალოდნელი, ნათქვამია Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია, მცირედით 0.3%-მდე გაიზარდა, წინა თვის ნულოვანი ინფლაციის შემდეგ. თებერვლის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა, ერთის მხრივ, შერეული საქონლის ფასების წლიურ 3.1%-იან კლებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ადგილობრივად წარმოებული ფასების წლიურ 2.4%-იან ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამ […]