როგორი ამინდია მოსალოდნელი 12-14 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს […]

უნივერსიტეტებში თეორიული ცოდნის მიღება ონლაინ გახდება შესაძლებელი – მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თეორიული კურსების გავლა სტუდენტებს დისტანციურად შეეძლებათ. განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, საკითხი 11 მარტის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელიც თეორიულ სწავლებას მოიცავს, ეს კურსები სრულად ელექტრონულ სივრცეში ჩაატარონ. მათ ამისთვის სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდებათ – ამ უფლებას განათლების სამინისტრო გასცემს. “შესაძლებელი იქნება სრულად […]

ოსკარის 96-ე დაჯილდოების გამარჯვებულები

ოსკარების 96-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა „ოპენჰაიმერი”. 11 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკული კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონიალი. „ოპენჰაიმერი” აღმოჩნდა ფილმი, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა ყველაზე მეტი, 7 ჯილდო. ნოლანის ფილმი გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი (კილიან მერფი), მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (რობერტ დაუნი უმცროსი), საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი […]

ნაბიჯების ბონუს აქცია სელფისგან – მიიღე 200MB ყოველდღე

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ აბონენტს ემსახურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით მომხმარებელს ნაბიჯების ბონუს აქციას სთავაზობს. აპლიკაციაში MyCellfie ხელმისაწვდომია მთვლელი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე 5000 ნაბიჯის გადადგმის და აპლიკაციის დღეში ერთხელ მაინც გახსნის შემთხვევაში, აბონენტს საჩუქრად ერიცხება 200MB ინტერნეტი. აქციით სარგებლობა შეუძლიათ iOS და ახლა უკვე Android სისტემის მომხმარებლებს. პირობები: […]

ამილახვარი: უმაღლესი განათლების კანონში გაჩნდება ახალი ტერმინი, ონლაინ უნივერსიტეტის ცნება

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად. ასევე ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის. მესამე მიმართულება გახლავთ საქართველოს […]

სუს-მა ლაგოდეხის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის თ. ც. დააკავეს, რომელიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მერის ყოფილი წარმომადგენლის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 […]

europop forum: სპორტზე თხრობის ფორუმის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

12 და 13 აპრილს, თბილისში – საქართველოში სპორტული თხრობის პირველი ფესტივალი გაიმართება – ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ევროპოპის ორგანიზებული 2-დღიანი ღონისძიება, Tales of Play, რომელიც კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართება, თავისი მასშტაბით რეგიონალური მნიშვნელობის ტრიბუნაა, სადაც დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება.

ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი რომ გახდეს, მინდა ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, შევიმუშაოთ განახლებული გეგმა – ირაკლი კობახიძე

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი რომ გახდეს, მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა. „მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა […]

Galt & Taggart – იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

ეკონომიკური ზრდა 2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად მშენებლობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის დარგებმა განაპირობა. ამასთან, ვაჭრობის, უძრავი ქონების და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში შემცირდა რეალური ზრდა. ჩვენი საბაზისო სცენარით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6.0%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 7.0%-იან ზრდას ველოდებით. ინფლაცია 2024 […]

ნიკა გვარამია და ნიკა მელია ერთობლივი მიმართვისთვის ემზადებიან

ნიკა გვარამია და ნიკა მელია სასტუმრო “შერატონში” არიან – პოლიტიკოსები ერთობლივი მიმართვისთვის ემზადებიან. ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე და მისი გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით გავა. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად არის ჩართული “ახალის” დაკომპლექტებაში