ქეით მიდლტონმა მისი ბოლო ფოტოს გარშემო შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა

ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში მის ბოლოს გავრცელებულ ფოტოზე შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა. მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა ქეით მიდლტონის და მისი შვილების ფოტოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს. “როგორც სხვა ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი მეც ხანდახან ვატარებ ექსპერიმენტებს ფოტოების დამუშავებაზე. მსურს ბოდიში მოვიხადო ყველა გაუგებრობისთვის, რაც გუშინ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია” – წერს უელსის პრინცესა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter). […]

გვარამიას და მელიას გუნდები გაერთიანდნენ – პარტიის სახელია ახალი, საარჩევნო ნომერი – 4

ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას გუნდები გაერთიანდნენ. ამის შესახებ ამ წუთებში გახდა ცნობილი. პარტიის სახელი იქნება ახალი, საარჩევნო ნომერი კი 4. “პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, […]

ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, არამედ, ეს დაავადება კომპლექსურია. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან მალე ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება

ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, არამედ, ეს დაავადება კომპლექსურია. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან მალე ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება “პრემიერ-მინისტრის პოზიცია და ხედვა ამ პრობლემის მოგვარებაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. მისი ინიციატივით შესაბამის სამინისტროებს უკვე დაევალა ამ საკითხის გადასაწყვეტად ერთიანი გეგმის შემუშავება. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან მალე […]

ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებას შეიძლება მოჰყვეს – ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა

ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებას შეიძლება მოჰყვეს – ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა „საგარეო უწყებაში ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები ბრძანდებოდნენ, სადაც მათ ოფიციალურად გადაეცათ, საქართველოს მთავრობის შეშფოთება“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების […]

2023 წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები საქართველოში – TOP 10

2023 წლის განმავლობაში საქართველომ 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც 2023 წელს ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა. საგულისხმოა გარემოება, რომ საქსტატის განმარტებით, ვერ გაასაჯაროებენ კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას და ამ კომპანიების რიგითობას, თუმცა საქსტატის ინფორმაციით, ყველა კომპანია რომელიც მათ მიერ […]

ზურაბ აბაშიძე: მგონია, ჩვენს ექსპორტიორებს რუსეთში კომფორტული პირობები აქვთ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილი სპეციალური მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ქართველ ექსპორტიორებს რუსეთში კომფორტული პირობები აქვთ. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მას ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ღვინის იმპორტის მიმართულებით არსებული შეზღუდვებზე დაუსვეს კითხვა. რუსი მეღვინეების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ღვინოზე საგადასახადო შეღავათი გაუქმდეს, აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთის მთავრობისგან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიციალური ნაბიჯები […]

ნიკა გვარამიამ მელიასთან ერთად ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად დღეს, 11 მარტს, პარტია „ახლის“ პრეზენტაცია გამართა. „ჩვენ ვართ ერთად, ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ […]

ანალენა ბერბოკი – მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა რომის პაპი – ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, უკრაინამ თეთრი დროშის აწევისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. „მართლა მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა. არ მესმის”, – აღნიშნა ბერბოკმა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომზე საუბრისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ საკუთარი თვალით დანახვით შეიძლება. “ჩემს […]

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, სსფ-ს მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით, პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა. „სსფ-ს მისიის […]

თაღლითობის ბრალდებით კახეთის ერთ-ერთ სოფელში მერის ყოფილი რწმუნებული დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში მერის ყოფილი წარმომადგენელი თორნიკე ციცვიძე თავის სახლში დააკავა. გამოძიება მას თაღლითობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სავარაუდო დაზარალებულების საჩივრის საფუძველზე 2022 წლის თებერვალში დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ თორნიკე ციცვიძის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის […]