პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების […]

ნათია თურნავამ და ირაკლი ლექვინაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. “ნიშანდობლივია, რომ სწორედ დღეს მოეწერა ხელი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს […]

“ის შეყვარებული უკვე წარსულს ჩაჰბარდა, ორი წლის წინ დავშორდი. ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ” – ნინო გაჩეჩილაძე – Marao

“ის შეყვარებული უკვე წარსულს ჩაჰბარდა, ორი წლის წინ დავშორდი. ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ” – ნინო გაჩეჩილაძე – Marao ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინო გაჩეჩილაძე 1980 წლის 31 […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9068 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8949 ლარს შეადგენდა. […]

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – განეიტრალებულია სომხური უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხური უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, რომელიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა თოუზის რაიონის ჩინარლის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან თოუზის რაიონის ასრიკის დასახლების მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე უპილოტო საფრენი აპარატით სადაზვერვო ფრენის […]

ანჯეი დუდა – ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ს 3% უნდა დახარჯონ

ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უნდა დახარჯონ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. „თეთრ სახლში ჩემი ვიზიტის ფარგლებში მსურს შეთავაზება გავაკეთო და ამის შესახებ მოკავშირეებთან და [იენს] სტოლტენბერგთანაც ვისაუბრებ, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი პროდუქტის 2% კი არ დახარჯონ, არამედ 3% და ეს ლიმიტი იყოს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ. დუდამ აღნიშნა, […]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იაშარ დუგუს მემორიალზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ანტალიაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – იაშარ დუგუს მემორიალზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გიორგი რომელაშვილი (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ავიდნენ. ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) მედლის მოპოვების რეალური შანსი ნახევარფინალში მიღებული მცირე ტრავმის გამო დაკარგა, რომლის გამოც რეპეშაჟის ფინალიც გამოტოვა.

პუტინმა ხელი მოაწერა რეკლამის აკრძალვას “უცხოეთის აგენტებად” მიჩნეულ რესურსებზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 მარტს ხელი მოაწერა მანამდე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს და კომპანიებს უკრძალავს რეკლამის განთავსებას “უცხოეთის აგენტებად” მიჩნეულ საინფორმაციო რესურსებზე და საკუთრივ ამ რესურსების რეკლამირებას. დოკუმენტი გამოქვეყნდა იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე ძალაშია შესული. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მანამდე კანონპროექტი დაამტკიცეს, აღნიშნავდნენ რა, რომ “უცხოეთის აგენტებისთვის” რუსეთში […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9068 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8949 ლარს შეადგენდა. […]

მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან სასქესო უჯრედების შექმნის ახალი მეთოდი გამოცადეს

მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების გამოყვანის ახლებური მეთოდი გამოცადეს, რომელიც აქამდე არსებული გზებთან შედარებით გაცილებით სწრაფი და ეფექტიანია. მკვლევრებმა ამისთვის თაგვების კანის უჯრედები გამოიყენეს. ექსპერიმენტი Science Advances-ში გამოქვეყნდა. თუ მეცნიერები ამ პროცედურას დახვეწენ და ის კლინიკურად განხორციელებადი იქნება, უნაყოფო პაციენტებს ინ ვიტრო ფერტილიზაციის (IVF) გზით შეეძლებათ, ჰყავდეთ ბავშვები, რომლებიც მათ გენეტიკურად ენათესავებიან. კვლევის ერთ-ერთმა […]