უზენაესი სასამართლო „ვეტინგზე“: ლახავს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას

საქართველოს უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის – ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. სასამართლოში მიიჩნევენ, რომ ე.წ. ვეტინგი ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას: „ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური […]
შალვა თადუმაძე ე.წ. ვეტინგის სისტემაზე – ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას – ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები?

ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას – ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები? – ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე შალვა თადუმაძე ინიციატივას, რომლის მიხედვით, ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვით მოსამართლეთა კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს. როგორც შალვა თადუმაძე აცხადებს, „ვეტინგი“ მის მიერ მიღებული ათასობით გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე საჯაროდ ქვეყნდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. „პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდო ექსპერტები […]
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე – სალომე ზურაბიშვილი ხაზარაძის მაშველი რგოლია, საერთო ჯამში ისინი „ნაცების“ საქმეს აკეთებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ვეტოც ბრძოლის ნაწილია. მისივე თქმით, მიზანი იყო ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულიყო ზეწოლა, რათა გადამდგარიყო და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრს ემართა ცესკო. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს მაშველ რგოლად ევლინება. მისივე […]
თსუ-მ “რაში” დამაჯერებლად დაამარცხა და “დელტას” სუპერლიგის ლიდერობა აართვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გურჯაანის დელტას წაფორხილებით ისარგებლა და მიმდინარე ტურის მატჩის მოგებით სუპერლიგის ლიდერობა დაიბრუნა. შეგახსენებთ, რომ მე-16 ტურის პირველ მატჩში ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა დელტამ ქუთაისში წააგო და თსუ-ს შანსი გაუჩნდა, თავისი მატჩის მოგების შემთხვევაში გურჯაანელებს გათანაბრებოდა და ურთიერთშეხვედრებში მქონე უპირატესობის გათვალისწინებით, ცხრილის პირველ ადგილზეც დამჯდარიყო. ასეც მოხდა – თსუ-მ სუპერლიგის დებიუტანტი რაში 98:75 […]
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს

მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამის შესახებ ასეთ დასკვნას მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი აქვეყნებს. დასკვნაში 2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებს ვკითხულობთ, რომლის თანახმადაც, გამოკითხული მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს. „აზარტულ თამაშებში მოზარდების მონაწილეობის საკითხი შესწავლილ იქნა ა(ა)იპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის […]
პაველი: არაფერი არ უშლის ხელს NATO-ს, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სამუშაოებში

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში უკრაინაში NATO-ს სამხედროების გაგზავნის შესახებ კომენტარი გააკეთა. პაველის თქმით, სამართლებრივად შესაძლებელია, უკრაინაში NATO-ს ოპერაცია მიმდინარეობდეს, თუნდაც ომის პერიოდში. ჩეხეთის პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა 2014 წლის კონფლიქტი, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება და უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში მარიონეტული რეჟიმებს დაუჭირა მხარი. “უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსირებისა და დონბასის ნაწილის ოკუპირებულის დროს, […]
მდინარაძე სარჯველაძეზე: საუკეთესო მინისტრი იქნება, უპატიოსნესი ადამიანია

მგონი საპარლამენტო ჟურნალისტები პოზიციის მიუხედავად დამეთანხმებით იმაში, რომ მიხეილ სარჯველაძე არის უპატიოსნესი, პროფესიონალი, მცოდნე ადამიანი, პიროვნულად კარგი ადამიანი, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო თანაგუნდელი, ერთგული, უღალატო და თუ რამე პოზიტიური შეიძლება ითქვას, ვერც ერთთან დაკავშირებით ვერავინ გამაკრიტიკებს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი ადამიანი პოზიტიურობის თვალსაზრისით. და რაც მთავარია, მან იცის თავისი საქმე კარგად. იმ სექტორის მართვა ჩაებარა, რომელთანაც […]
მელია კეზერაშვილზე: მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი

ნიკა მელიას თქმით ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისას არ განიხილება კეზერაშვილთან თანამშრომლობა. მელიამ ამის შესახებ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას – თქვენ ამბობთ, რომ სამომავლო გაერთიანებებს არ მოერიდებით, მათ შორის როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს ნაციონალურ მოძრაობის გარეშე შეუძლებელია, რომ სერიოზული ცვლილება მოხდეს ხომ, აქ შემოდის კეზერაშვილის პერსონა, რომელიც თქვენთვის იყო ოლიგარქი, ხშირად მოიხსენიებდით როგორც ოლიგარქს, ბატონი ნიკა გვარამია ამბობდა, […]
ამერიკელმა სამხედროებმა ჰაიტიში საელჩოს თანამშრომლების ევაკუირების მისია შეასრულეს

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრინსში არსებული არეულობის შედეგად ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ოფისში გაჩენილ ხანძარს თანამშრომლები აქრობენ, 2024 წლის 1 მარტი ამერიკელმა სამხედროებმა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ევაკუირებისთვისა და ადგილზე უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით საჰაერო მისია შეასრულეს. მისიის ფარგლებში საელჩოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა დაცვის თანამშრომლები შეიყვანეს. აშშ-ს სამხრეთის სარდლობის მიერ კვირას, 10 მარტს დილით […]
ბერბოკი პაპის სიტყვებზე: გულწრფელად მაინტერესებს რაზე ფიქრობდა, ვერ ვიგებ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, მან რომის პაპის განცხადების შინაარსი ვერ გაიგო. ამის შესახებ ბერბოკმა Tagesschau-სთან ისაუბრა. “გულწრფელად მაინტერესებს რაზე ფიქრობდა. ვერ ვიგებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ”. – ამბობს […]