ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული ცენტრების ნაწილში არაჰიგიენური, ღირსების შემლახველი და ანტისანიტარიული პირობები ფიქსირდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული ცენტრების ნაწილში არაჰიგიენური, ღირსების შემლახველი და ანტისანიტარიული პირობები ფიქსირდება, მულტიპროფილურ კლინიკებში არ არის ინტეგრირებული ფსიქიატრიული განყოფილება და ამ მხრივ გამონაკლისი ორი დაწესებულებაა. პარლამენტის მოკვლევის ჯგუფის ანგარიშის თანახმად, ინფრასტრუქტურული პრობლემები სახელმწიფო კლინიკებში უფრო მწვავედ დგას, ვიდრე კერძოში. შენობის პრობლემის გამო კი, სათემო ამბულატორიული ცენტრები, […]

რა არის სატენდერო გარანტია და როგორ შეიძლება მისი მიღება მარტივად

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისთვის ბიზნესებს ფინანსური გარანტიის წარდგენა სჭირდებათ. სატენდერო გარანტია დოკუმენტია, რომელიც აზღვევს შემთხვევას, როცა ტენდერში მონაწილე კომპანია, გარკვეული მიზეზებით, ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. სწორედ ამ პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკი ბიზნესებს უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიას სთავაზობს. დოკუმენტის წარდგენა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, ბანკი კი მზღვეველის როლს ითავსებს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურებს […]

რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციას მამუკა მერკვილაძე უხელმძღვანელებს

რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე იქნება. მამუკა მერკვილაძე რუსეთში ქართველთა დიასპორის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა. მამუკა მერკვილაძე კომპანია „კანიონი 350-ის“ თანამესაკუთრეა, რომელსაც მარტვილის სოფელ ბალდაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. რასაც ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე […]

პატიმრობაში მყოფი კარა-მურზა ამბობს, რომ პუტინის მმართველობა “მხოლოდ შიშსა და აპათიას” ეფუძნება

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ კარა-მურზამ ბლოგერ იანა იაროვაიასთან მიმოწერაში თქვა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება “მხოლოდ შიშსა და აპათიას” ეფუძნება და ის ჩამოიშლება იმ სამომავლო პერსპექტივაში, რომლის პროგნოზირებაც შესაძლებელია. 42 წლის კარა-მურზას 25 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა, სამშობლოს ღალატის და უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ბრალდებებით. ამ ბრალდებებს თავად კარა-მურზა, მისი მხარდამჭერები და […]

ორბანი: პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპი უკრაინას ფულს არ მისცემს და ომი დასრულდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ობრანი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ბრძოლაში დასახმარებლად უკრაინას ფულს არ მისცემს და ეს ომის უფრო სწრაფად დასრულდება. ორბანმა ეს განცხადება დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. უნგრეთის პრემიერი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის კიდევ ერთი ვადით დაკავებისთვის იბრძვის, ერთმანეთს პარასკევს, ფლორიდაში […]

ნატოს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა აღმართეს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ნატო-ს მოკავშირეების დროშების გვერდით ალიანსის 32-ე წევრის, შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც დაესწრნენ. „ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ, ასევე, ამაყები. ვიცით, რომ შვედეთის მიმართ მოლოდინი დიდია, მაგრამ ჩვენ, ასევე, გვაქვს დიდი მოლოდინი საკუთარი თავის მიმართ. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავიზიარებთ […]

Saudi Aramco-მ 2023 წელს თავის ისტორიაში სიდიდით მეორე წმინდა მოგება მიიღო

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Arabian Oil Co-მ (Saudi Aramco) 2023 წელს თავის ისტორიაში სიდიდით მეორე წმინდა მოგება მიიღო. როგორც კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი, გასულ წელს წმინდა მოგებამ $121,3 მლრდ შეადგინა, წინა წლის რეკორდულ $161,1 მლრდ-თან შედარებით. კლება, სხვა საკითხებთან ერთად, ნავთობის ფასების და გაყიდვების მოცულობის შემცირებას უკავშირდება. Saudi Aramco-ს ნახშირწყალბადების მთლიანმა წარმოებამ შეადგინა 12,8 მლნ […]

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, NATO-ს გემი ბათუმში პირველად შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურს 6 დღის მანძილზე, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 სტუმრობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდი შემოვიდა. თურქული ფრეგატი ალიანსის მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთში (SNMG2) შედის.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ჩვენი დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიჰაი პოპშოის თქმით, რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს. ამის შესახებ მან AP-სთან ინტერვიუში ისაუბრა. “ვიცით, რომ კრემლი აპირებს დიდი ენერგიისა და ფინანსური რესურსების ინვესტირებას მარიონეტების მეშვეობით საკუთარი მიზნების მისაღწევად. ისინი ცდილობენ ამომრჩევლების მოსყიდვას და მათ მოსასყიდად ისინი მოლდოვის მოქალაქეებს იყენებენ. რუსები სწავლობენ და ადაპტირდებიან, ისინი ცდილობენ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ ჩვენს […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს 10:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, აბანოსხევი, მლაშე, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში; 10:40-დან 18:30 თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და თიანეთის გზატკეცილზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში […]