12 მარტს რიკოთის ძველ გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 2024 წლის 12 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, დაგეგმილია გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132-კმ200 (სურამის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი […]

2023 წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები საქართველოში – TOP 10

2023 წლის განმავლობაში საქართველომ 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც 2023 წელს ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა. საგულისხმოა გარემოება, რომ საქსტატის განმარტებით, ვერ გაასაჯაროებენ კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას და ამ კომპანიების რიგითობას, თუმცა საქსტატის ინფორმაციით, ყველა კომპანია რომელიც მათ მიერ […]

ბაიდენის ერისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ყოველწლიურ მიმართვეში თქვა, რომ “ჩვენი კავშირის მდგომარეობა ძლიერია და ძლიერდება!” რა აქცენტები გააკეთა პრეზიდენტმა, როგორ შეაფასეს მისი გამოსვლა ოპონენტებმა და ვინ დაესწრო და ვინ არა კონგრესში გამართულ ერისადმი მიმართვას?

კვიპროსიდან ღაზისკენ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი გავა

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი კვიპროსიდან ღაზისკენ გასასვლელად ემზადებოდა. საერთაშორისო დონორებმა გახსნეს საზღვაო დერეფანი, რათა მოამარაგონ ალყაშემორტყმული ტერიტორია, რომელიც ომის ხუთი თვის შემდეგ, ფართომასშტაბიანი შიმშილის წინაშე დგას. დერეფნის გახსნამ, ცოტა ხნის წინ დახმარების პარაშუტებით ჩამოყრის დაწყებასთან ერთად აჩვენა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისით მზარდი შეშფოთება და ახალი საერთაშორისო მზადყოფნა, ისრაელის შეზღუდვებს გვერდი აუარონ. ურსულია […]

ბორელი ევროკავშირს მოუწოდებს გააძლიეროს თავდაცვის მრეწველობა, გააგრძელოს უკრაინის დახმარება

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა ბლოკს მოუწოდა გააძლიეროს თავდაცვის მრეწველობა და შეავსოს მარაგები, რათა მზად იყოს “პოტენციურ საფრთხეებთან” გასამკლავებლად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელების პარალელურად. უკრაინას, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლურ, განსაკუთრებით აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე, უწევს გამოიზოგოს საბრძოლო მასალები, რუსეთის მხრიდან მზარდად ინტენსიური შეტევის ფონზე. “მაღალი ინტენსივობის ომის ორი წელიწადის შემდეგ, არსებული მარაგები ამოწურულია და კონფლიქტი […]

წერილებს, რომელიც გაგზავნილი გვქონდა ძველ მინისტრთან, ხელახლა გავუგზავნით ახალ მინისტრს – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

DRG-ის მეთოდოლოგია ჯანდაცვის ბიზნესისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ დაფინანსების მოდელს გადახედოს, რადგან არსებული რეანიმაციული ტარიფები, ასევე ტარიფები მაღალტექნოლოგური სამედიცინო ჩარევების დროს კლინიკებისთვის განსაკუთრებით კრიტიკულია. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე bm.ge-სთან საუბარში იმედოვნებს, რომ საკითხებს, რაზეც კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობასთან არ შედგა, ახალი მინისტრი ყურადღებას მიაქცევს. „იმ წერილებს, რომელიც დაგზავნილი […]

გედევან ფოფხაძე – ახლა საქართველო ნამდვილად არასწორ მხარესაა, რაც ჩვენმა და ჩემმა შეცდომებმაც განაპირობა – თუ ოპოზიციამ ძალები არ გავაერთიანეთ, ჩაკეტილ წრეს ვერ გავარღვევთ, მე ნიკა გვარამიას ვენდობი

რაღაც მომენტში, მე და ნიკას განსხვავებული პოლიტიკური ბიოგრაფია გვქონდა, მაგრამ პერსონალური მეგობრობა არ შეგვიწყვეტია, მე ნიკა გვარამიას ვენდობი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების – „ახალი“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში” განაცხადა. როგორ მან აღნიშნა, საზოგადოებამ ნიკა გვარამიას არ უნდა უყუროს ისე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური წარსულის მქონეს, რადგან ის ძალიან განათლებული და წიგნიერი ადამიანია, რომელსაც […]

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის […]

ჯოზეფ ბორელი – დროა ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გავაძლიეროთ

დროა ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გავაძლიეროთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს. მისი თქმით, აღნიშნული უკრაინაში რუსეთის ომამდე ვერავის წარმოედგინა, ახლა კი მკაფიოა. „ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ბაზა უნდა გავაძლიეროთ. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებამდე არავის წარმოედგინა, ახლა კი ნათელი გახდა. ეს […]

მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით 2022 წელს მიღებული კანონის ეფექტიანი აღსრულების საჭიროებაზე ისაუბრა. ,,დარწმუნებული ვარ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება სიღრმისეული მსჯელობა გაიმართოს იმ საკითხზე, რაც მომავალში ხელს […]