საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები MVNO-ს შესახებ ინფორმაციას გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექცია, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ComCom-ის ორგანიზებით ჩატარდა. საჯარო ლექციაზე სტუ-ის […]
ადგილობრივი მარცვლეული გაიაფდა, რაც ფერმერების გაკოტრებას იწვევს – ნიკოლოზ ბენიანიძე

„ადგილობრივი მარცვლეული გაიაფდა, რაც ფერმერების გაკოტრებას იწვევს,“ – ამის შესახებ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიანიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა და ზომიერად, მუდმივი მონიტორინგი რა ფასად შემოედინება მარცვლეული ქვეყანაში. „ხორბლის წარმოება რუსეთში იაფი ჯდება. რუსეთი ვერ ყიდის მსოფლიო ბაზარზე და უახლოესი ქვეყანა არის საქართველო, სადაც ყველანაირ ფასად მოედინება ხორბალი. ფასთან ერთად, […]
“ბარსელონასთან” პენალტების სერია? – ფედელემ გაამხილა, ვინ შეიძლება შეასრულოს თერთმეტმეტრიანები

საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში იმედი გამოთქვა, რომ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონას” ბარიერის გადალახვას შეძლებს: “აძურის” გაუჭირდება, მაგრამ სასწაულის იმედი მაქვს. თამაში გააუმჯობესეს, მაგრამ ძალიან ბევრ გადაცემებს აკეთებენ და ზედმეტად არიან დამოკიდებული ოსიმენსა და კვარაცხელიაზე. ჩემი აზრით, დაცვა ძალიან სუსტია. ამ ერთ მატჩში ჩვენ თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. […]
პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პოლონეთში, ქართველი ქალის, როზეტა ყალიჩავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ლოძის რაიონულმა სასამართლომ 6 მარტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, მას როზეტა ყალიჩავას არასრულწლოვანი შვილებისთვის დაახლოებით 50 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა. ინფორმაციას ორგანიზაცია საფარი ავრცელებს, რომლის იურისტიც დაღუპული ქალის უფლებებს იცავდა. საფარის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის ძირითადი […]
პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა

პორტუგალიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, დემოკრატიულმა ალიანსმა (AD) გაიმარჯვა. AD-ის მემარჯვენეთა კოალიციაში სოციალ დემოკრატიული პარტია (PSD), ქრისტიან დემოკრატიული – სახალხო პარტია (CDS-PP) და ხალხთა მონარქისტული პარტია ერთიანდებიან. პარტიის ლიდერის, ლუის მონტენეგროს თქმით, ამომრჩევლებმა თავიანთი ხმით გამოხატეს, რომ ახალი მთავრობა, ახალი პლატფორმა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის მეტი დიალოგი სურთ. სოციალისტების ახალმა ლიდერმა, პედრო ნუნო […]
სენატორ მენენდესს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში ბრალს სასამართლოში წარუდგენენ

11 მარტს, ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი სასამართლოში წარდგება. მას ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში. ამასთან, ახლოვდება სასამართლო პროცესი საქმეზე, რომლის მიხედვითაც მას ბრალი კორუფციაში ედება. კონტექსტი სენატორ მენენდესს ბრალი შარშან წაუყენეს. ბრალდების მტკიცებით, ის ნიუ-ჯერსის შტატში მოქმედი ბიზნესებისგან ქრთამს იღებდა, რათა ხელი შეეშალა ამ ბიზნესების წინააღმდეგ, სამართალდამცავი უწყებების გამოძიებებისთვის. ბრალდების მიხედვით, ის ასევე უკანონოდ […]
19 თვეა დაავადებათა კონტროლის ცენტრს დირექტორი არ ჰყავს

უკვე 19 თვეზე მეტია გასული, რაც “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს” დირექტორი არ ჰყავს. დირექტორის მოვალეობას ამ დრომდე ასრულებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის მთავარი სახელმწიფო დაწესებულებაა. სწორედ ეს ცენტრი იყო წამყვანი ძალა კორონავირუსის პანდემიის დროს ვირუსის გავრცელების კვალის დადგენასა და პრევენციაში. ჯანდაცვის სამინისტრო […]
„როგორც “მთავარი არხი” ვერ გახდა მთავარი, ასევე გვარამია&მელია ვერ გახდება ახალი“ – ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი მელია-გვარამიას გაერთაინებაზე: „როგორც “მთავარი არხი” ვერ გახდა მთავარი, ასევე გვარამია&მელია ვერ გახდება ახალი.“
„ორი ნიკა, ორი მამალი „ნაცი“ ერთიანდება ახალი ლოგოს და ნომრის ქვეშ… ეს პირდაპირ ურტყამს ჩემს ხაბეს“ – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის წევრი, ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებაზე: მისივე თქმით, მთავარი დეტალი ის არის, ვინ მიითვისებს კეზერაშვილის ფულს. „გაიმართება ბრიფინგი და შეერთდება ორი ცნობილი „ნაცი“, ხელმოცარულები. საარჩევნო ნომრით იქნებიან 4 და სახელი ექნებათ „ახალი ნაცები“. აქ რამე სიახლე არც ყოფილა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ უაზრო კამპანიით, თითქოს ემიჯნებიან „ნაცებს“. […]
საქართველოში ღირსება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე – საჭმელ-სასმელზე ზრუნვა – ეკა სეფაშვილი
საქართველოში ღირსება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე – საჭმელ-სასმელზე ზრუნვა – ეკა სეფაშვილი „რადიკალურ ოპოზიციას და მათ დამკვეთებს ძალიან დიდი შეცდომა მოსდით იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ და არ ხედავენ – საქართველოში ღირსება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე – საჭმელ-სასმელზე ზრუნვა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს […]