თავდაცვის სამინისტროში გენერალ ბრედ ნიკოლსონს უმასპინძლეს

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრედ ნიკოლსონი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ გენერალს აშშ-ის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული […]
ფოთის მერის მოადგილე – შენდება საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ითვალისწინებს კონტეინერების გადაზიდვას – მშენებელ კომპანიას ყველა შესაბამისი დოკუმენტი აქვს

ფოთში, ნაბადის უბანში, სადაც მოსახლეობა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი მივიდნენ. როგორც მათ შეკრებილებს განუცხადეს, აღნიშნულ ტერმინალზე მოხდება კონტეინერების გადაზიდვა და არანაირად არ განხორციელდება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მასალის გადამუშავება. ,,აქ შენდება საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ითვალისწინებს კონტეინერების გადაზიდვას. ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და მშენებელ კომპანიას ყველა შესაბამისი […]
„მივიღებთ კიდევ ერთ ხარვეზიან ტალღას“ – რა გამოწვევებია მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია წლებია მიმდინარეობს, თუმცა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები ჯერ კიდევ გადაუჭრელია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი აცხადებს, მრავალწლიანი პროცესის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების 70%-მდე კვლავ დაურეგისტრირებელია. მთავრობამ გასულ წელს განაცხადა, რომ დაფიქსირდა მიწის უკანონო რეგისტრაციის შემთხვევები, მოგვიანებით კი ამნისტიის კანონი მიიღო. როგორც ზაქარაშვილი ამბობს, სახელმწიფოს მიერ მიღებული ამნისტია ადასტურებს მიწის […]
პაპის კომენტარს უკრაინელი ოფიციალური პირების აღშფოთება მოჰყვა

10 მარტს, უკრაინამ რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება გააკრიტიკა, რომელშიც ის “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობის შესახებ საუბრობდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პონტიფიკოსი ჩართულია “ვირტუალურ შუამავლობაში”, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაპს უპასუხა, რომ კიევი კაპიტულაციას არ აპირებს. პაპმა ფრანსისმა განაცხადა, რომ როცა ომი ცუდად მიდის ერთი მხარისთვის, მან უნდა აჩვენოს “თეთრი დროშის გამბედაობა” და მოილაპარაკოს. […]
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე, პეკ ვონ სუნი დააკავეს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС-ი სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთში სამხრეთ კორეის მოქალაქის წინააღმდეგ ჯაშუშობის საქმე აღიძრა. როგორც გამოცემა რუსულ სამართალდამცავი ორგანოების მიხედვით წერს, პეკ ვონ სუნს უცხოური სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფოებრივი საიდუმლოებების მიწოდება ედება ბრალად. ბრალდებულის შესახებ სასამართლო მასალას გრიფით […]
“ჩემთვის ფული არასდროს ნიშნავდა არაფერს, არც სახლი მაქვს საქართველოში და არც კარი, თუ არ ჩავთვლით ერთ დაყადაღებულ ვენახს“- სააკაშვილი

“ჩემთვის ფული არასდროს ნიშნავდა არაფერს, არც სახლი მაქვს საქართველოში და არც კარი, თუ არ ჩავთვლით ერთ დაყადაღებულ ვენახს“- სააკაშვილი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პირობებში, პირველ რიგში, ფასების შესამცირებლად უნდა მოხდეს მონოპოლიების გაუქმება და ინვესტიციების გაზრდა. “ისინი გვყოფენ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ისინი უიმედობისგენ გვიბიძგებენ, ჩვენ პირიქით […]
ნათია თურნავამ და ირაკლი ლექვინაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. „ნიშანდობლივია, რომ სწორედ დღეს მოეწერა ხელი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის განახლებულ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უწყებებს შორის თანამშრომლობას […]
კარა-მურზა: პუტინის მმართველობა შიშსა და აპათიაზეა დაფუძნებული

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ კარა-მურზა აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობა „მხოლოდ შიშსა და აპათიაზეა“ დაფუძნებული და „ახლო მომავალში“ ჩამოიშლება. ვლადიმირ პუტინის მმართველობის შესახებ, კარა-მურზამ ბლოგერ ანა იაროვაიასთან მიმოწერაში ისაუბრა. კარა-მურზა წერს, რომ შოკირებულია კიდევ ერთი დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. მისთვის ეჭვგარეშეა, რომ ამაზე „პერსონალური პასუხისმგებლობა“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება. „პირველი […]
მევენახეებს ვაზის გაჩეხვა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე მისი შენახვა – Bloomberg

მევენახეებს ვაზის განადგურება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე მისი შენახვა. ამის შესახებ Bloomberg წერს. მიზეზი, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოხმარების ახალი მოდელია: მსოფლიოში ახლა იმაზე მეტ ღვინოს აწარმოებს, ვიდრე მომხმარებელს სურს შეიძინოს. გამოცემის ცნობით, ავსტრალიელმა მეღვინემ გასულ წელს თავისი 14 ჰექტარი ვენახის ნახევარი გაანადგურა. ფერმერის თქმით, ვენახის შენახვით 23 000 დოლარს დაკარგავდა. სამომავლოდ ის ღვინის დაყენების შეწყვეტას […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ახალი ჯანდაცვის მინისტრის დანიშვნას ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან საქმიანი და ამავდროულად ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ნებისმიერი რეფორმის პროცესი ჩიხში შევიდეს და გაცილებით მასშტაბურ პრობლემად იქცეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო სოციალური თუ ჯანდაცვის სერვისებით. ამის შესახებ ვეფხვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „მონეტიზაციაში“ განაცხადა, რითაც ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას გამოეხმაურა. […]