სალომე ზურაბიშვილი ხაზარაძის მაშველი რგოლია, საერთო ჯამში ისინი “ნაცების” საქმეს აკეთებენ

სალომე ზურაბიშვილი ხაზარაძის მაშველი რგოლია, საერთო ჯამში ისინი “ნაცების” საქმეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ვეტოც ბრძოლის ნაწილია. მისივე თქმით, მიზანი იყო ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულიყო ზეწოლა, რათა გადამდგარიყო და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრს ემართა ცესკო. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნის […]
საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებზე “უპრეცედენტო ინტენსივობის” კიბერთავდასხმა განხორციელდა

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, გაბრიელ ატალის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო უწყებებზე “უპრეცედენტო ინტენსივობის” კიბერთავდასხმები განხორციელდა. “მრავალ სამინისტრო სამსახურს დაესხნენ თავს ნაცნობი ტექნიკური საშუალებებით, მაგრამ უპრეცედენტო ინტენსივობით”. – თქვა ატალის ადმინისტრაციამ. პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ დაამატა, რომ “საკრიზისო უჯრედი გააქტიურდა, რათა საპასუხო ღონისძიებები განხორციელდეს”. უწყების ინფორმაციით, თავდასხმებით მიყენებული ზიანი შემცირებულია და სახელმწიფო საიტებზე წვდომა აღდგენილია. გამოცემა Agence France-Presse-სთან (AFP) საუბრისას ერთ-ერთმა […]
ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს – პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს გაეროს ქალთა კომიტეტის რეკომენდაცია და ხანუმ ჯეირანოვას შვილებს ბოდიში მოუხადოს. ზურაბიშვილმა დასძინა, რომ ბოდიშის მოხდა მისი, როგორც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის. თუმცა, ამბობს, რომ “ეს სიმბოლური ნაბიჯი” სახელმწიფომ უნდა გადადგას. “მე მინდა გაგახსენოთ ერთი შემთხვევა, ქალბატონ ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რომელიც 10 წლის წინ, ბავშვების თვალწინ სასტიკად მოკლეს. […]
შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბთან ნატოსი და ნატოს შტაბბინასთან შვედეთის დროშები აღმართეს

იმ დროს, როდესაც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა აღმართეს, შვედეთის სამხედრო უწყებამ ტრანსატლანიკურ სამხედრო ალიანსში შესვლა, 11 მარტს მთელ ქვეყანაში დროშის აღმართვის ცერემონიებით აღნიშნა. სტოკჰოლმში, შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბთან გამართულ ცერემონიაზე, მთავრობას შვედეთის სოფლის საქმეების მინისტრი წარმოადგენდა. გასულ კვირაში შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვისკენ […]
ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები იანვარ-თებერვალში 11%-ით გაიზარდა

ავტომობილების გაყიდვები ჩინეთში 2024 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა 11,1%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,03 მილიონამდე. ამის შესახებ ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია (CAAM) იტყობინება. ამავდროულად, ავტომობილების წარმოება გაიზარდა 8,1%-ით და 3,92 მლნ შეადგინა. მათ შორის მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა 10,6%-ით (3,45 მლნ ერთეულამდე), მათი წარმოება – 7,9%-ით (3,36 მლნ-მდე). ახალი ენერგეტიკული მანქანების (NEVs) გაყიდვებმა იანვარ-თებერვალში 1,21 […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. შეხვედრები ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 64 სოფელში, 12 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. მიმდინარე წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი 968 000 ლარია.
იენს სტოლტენბერგი – ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება, ყველა ჩვენგანისთვის კი საშიში

ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის, – ასე გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ „თეთრი დროშის“ აღმართვის შესახებ რომის პაპის განცხადებას. „ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. ასევე, ეს ყველა ჩვენგანისთვის საშიში იქნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის […]
ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ევროკავშირის არაწევრ 4 ევროპულ ქვეყანასთან, მოაწერა ხელი

ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (FTA) ევროკავშირის არაწევრ ოთხ ეროპულ ქვეყანასთან ხელი მოაწერა. EFTA შედგება ნორვეგიის, შვეიცარიის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინისგან. ინდოეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან გარიგება ითვალისწინებს ინდოეთში $100 მილიარდის ინვესტიციას (77,8 მილიარდი ფუნტი). „ეს ხელშეკრულება ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას ეკონომიკური პროგრესის გაღრმავებისა და ჩვენი ახალგაზრდობისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად. ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები EFTA-ს […]
დასავლეთ საქართველოში ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი, ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ინფორმაციის თანახმად, თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. „დასავლეთ საქართველოში, […]
კარასინი: ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი თანამშრომლობის დაბრუნებით ვართ დაინტერესებული

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მოსკოვი ქართველ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებითაა დაინტერესებული. კარასინი რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლო 11 წელიწადში მიაღწიეს, კვლავ მოთხოვნადი იქნება”. “დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლო 11 წლის განმავლობაში მივაღწიეთ არაფორმალური […]