ლატვიაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს პოლიცია შეამოწმებს

ლატვიის სახელმწიფო პოლიციის ხელმძღვანელის, არმანდს რუკსის თქმით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოს საარჩევნო უბანში შემავალ ადამიანებს პოლიციელები და მესაზღვრეები შეამოწმებენ. რუკსმა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილე ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ვიზასა და ბინადრობის ნებართვას შეუმოწმებენ. მისივე თქმით, შემოწმების დროს შესაძლოა ლატვიაში ბინადრობის კანონის სერიოზული დარღვევები აღმოაჩინონ, რასაც ქვეყნიდან დეპორტაცია შეიძლება მოჰყვეს. პოლიციის ხელმძღვანელმა დაამატა, […]
საქართველოს პროკურატურამ, ადეიშვილის დაკავების მიზნით, ბელგიასა და გერმანიას მიმართა

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურის პრესცენტრიდან მიაწოდეს. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა”, – აცხადებს პროკურატურა. მანამდე საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებას ზურაბ […]
ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვაში ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული. კითხვაზე, რატომ ჭიანურდება მისი მიღება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კანონპროექტის მზაობის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიდის, ონოფრიშვილმა უპასუხა: „ზოგადად, ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ორი თვეა, მართლა მზად არის, წინა შემთხვევებში […]
უძრავი ქონების „ოსკარები“ საქართველოში მეორედ გაიმართება – დეტალები

FIABCI-Georgia Prix d’Excellence საერთაშორისო დაჯილდოება საქართველოში წელს მეორედ ჩატარდება. ამის შესახებ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულმა წარმომადგენლობამ კახეთში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. უძრავი ქონების 50-მდე ლიდერი კომპანია 10 მარტს 2024 წლის პირველი შეხვედრის ფარგლებში Schuchmann Wines Chateau-ში შეიკრიბა. FIABCI- Georgia-ს წევრებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ სიახლეებზე. ორგანიზაციის მენეჯმენტის განცხადებით, 2024 წლის მთავარი მოვლენა სექტემბერში დაგეგმილი უძრავი ქონების […]
პროკურატურამ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით, გერმანიასა და ბელგიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა. “საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და […]
,, ეს კარგი დროა როგორც ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, ისე ძველი ურთიერთობის აღდგენისთვის” – ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს: ,,ვენერა – თევზების ნიშანში: ასტროლოგიური ტენდენციები /© რამაზ გიგაური/ ინგრესიის პერიოდი: 12 მარტი – 5 აპრილი 12 მარტს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა თევზების ნიშანში გადაინაცვლებს და იქ 5 აპრილამდე დარჩება. ვენერას თევზების ნიშანში ეგზალტირებული პოზიცია უკავია. ამ მდგომარეობაში პლანეტა თავის ენერგიას უძლიერესად ავლენს. ვენერას შემთხვევაში კი მიანიშნებს, რომ […]
,, ნეტა ერთი რა განერვიანებთ, ნიკა მელიამ შექმნა პარტია თუ ბათუ ბღუნჭველაშვილმა?” – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოაცილურ ქსელში წერს: ,,ამ ქვეყანაში პოლიტიკური აქტიურობის და პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება აქვს ყველას, განურჩევლად, სახელისა, გვარისა ეროვნული იდენტობისა თუ რწლიგიური მრწამსისა, მთავარია ის იყოს საქართველოს მოქალაქე და ნეტა ერთი რა განერვიანებთ, ნიკა მელიამ შექმნა პარტია თუ ბათუ ბღუნჭველაშვილმა?.. ნებისმიერი პარტიის მხარდაჭერა წყდება საარჩევნო ყუთთან და არა ფეისბუკზე ჩამოხოკილი ლოყებით, დედა ეს […]
გრიგორი კარასინი – რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული

რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. გრიგორი კარასინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის […]
რუსეთი აცხადებს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. TASS-ის ცნობით, რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სამხრეთ კორეელი მამაკაცი, პარკ ვონ-სუნი, ქალაქ ვლადივოსტოკში იანვრის დასაწყისში დააკავეს და თებერვლის ბოლოს საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში გადაიყვანეს. დღეს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ სამხრეთ კორეელ მამაკაცს პატიმრობა სამი თვით, 15 ივნისამდე გაუხანგრძლივა. TASS-ის ინფორმაციით, პარკ ვონ-სუნი […]
ნინო წილოსანი ნიუ-იორკში, გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 68-ე სესიაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ნიუ-იორკში გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 68-ე სესიაში იღებს მონაწილეობას. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს თაობათა თანასწორობის ფორუმში (Genration Equality Forum), ლიდერი ქალი პარლამენტარები. მათივე ინფორმაციით, ნინო წილოსანი გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის სესიების სამუშაო შეხვედრებზე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, “სიღარიბის […]