შვედეთის შეიარაღებული ძალები – რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა თვითმფრინავმა ბალტიის კუნძულ გოტლანდის აღმოსავლეთით შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მას ორი შვედური გამანადგურებელი დახვდა, – ამის შესახებ შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.
შვედეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ SU-24 ტიპის რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გაფრთხილება მისცეს, მაგრამ არ უპასუხა, რის შემდეგაც მასთან შესახვედრად Gripen-ის ტიპის ორი შვედური გამანადგურებელი გაგზავნეს.
„რუსეთის ქმედებები მიუღებელია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცეულობას აჩვენებს“, – განაცხადა შვედეთის საჰაერო ძალების უფროსმა, იონას ვიკმანმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია