კობახიძე: არახამიას განცხადება ადასტურებს, რომ რაღაც არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის რადის წევრს, ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარეს, დავით არახამიას გამოეხმაურა და მის განცხადებას “გაუგებარი” უწოდა. კობახიძის თქმით, არახამიას განცხადება “ამყარებს რწმენას, რომ რაღაცეები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს”. “რეალურად, არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს კონკრეტულად ეს წარმომადგენელი უკრაინის ხელისუფლების, რაც ძალიან […]
მიხელ ბატიაშვილი – BTU-ს ახალი კამპუსი სტუდენტებს 2025 წლიდან მიიღებს

2025 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სასწავლო პროგრამებს კიდევ ერთ, ახალ კამპუსში განახორციელებს. კამპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ეს BTU-ს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს როგორც სტუდენტების რაოდენობა, ისე შეთავაზებული სასწავლო პროგრამები. ახალი […]
ანა ბუჩუკური – ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს – „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ

ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს – „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ადეიშვილი აქამდეც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული საქართველოში, ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან “ოცნების” სიტყვას ფასი აღარ აქვს. “მე პირადად ვერავინ მასწავლის […]
BTU ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან და ორი […]
ირაკლი კობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი

დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიემართება – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აშშ-ს მიერ საქართველოსთვის საგარეო დახმარების მოცულობის 8 მილიონი დოლარით შემცირებაზე. „მე ვერ გეტყვით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატები იღებს. თქვენ […]
დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას – გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან – მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება

უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს. როგორც არახამია ამბობს, საქართველოს პრორუსი ხელისუფლება „ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით“ გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადირებასთან დაკავშირებით. „თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ “ნორმალიზაციაზე”, მაშინ ამის გეგმა არსებობს: გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ […]
ირაკლი კობახიძე – ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაში იყო და შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი – დამტკიცდა, რომ ეს სრული სიცრუე, სიყალბე იყო

ისინი ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაში იყო, შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი – ეს ყალბი კამპანია იყო, რასაც ჩვენ მთელი 2 წლის განმავლობაში ვუყურებდით. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი სრული სიცრუე, სიყალბე იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როდესაც კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, […]
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი – გელათში 21 კრიტიკული კერა გამოვლინდა – ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება

გელათში სარეაბილიტაციო- საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება. სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს. მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება. ამასთან, გაგრძელდება გადახურვის სამუშაოები და მოეწყობა […]
აშშ-ის დაზვერვა – ფრონტზე არსებული ჩიხი სიტუაციას რუსეთის სასარგებლოდ მიმართავს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციამ რუსეთს დიდი, ხანგრძლივი ხარჯები მოუტანა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში – „საფრთხის ყოველწლიური შეფასება“. დოკუმენტში წერია, რომ ე.წ. სპეცოპერაციამ ვერ მიაღწია მიზანს, სრულად დაემორჩილებინა უკრაინა, რასაც თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად დასავლეთი გააერთიანა. „რუსეთს ამ მასშტაბის სამხედრო დანაკარგი არასოდეს განუცდია მეორე […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვინდა პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება

ზურაბ აბაშიძემ 12 წლის თავზე თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიღებული ჰქონდა იქამდე, სანამ მე დავინიშნებოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, შესაბამისად, ჩემს დანიშვნასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა – ჩვენ გვინდა პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის მეთაურის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე […]