მიხეილ სარჯველაძე – მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა – ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება

უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა – ეს არის მთავარი მახასიათებელი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი გაუჭირდება, სანამ უწყებაში არსებულ ვითარებას სრულად არ გაეცნობა. „ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, […]

შსს-ს ნაყიდი ვერტმფრენები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა. ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება. როგორც შსს-ში აცხადებენ, თანამედროვე ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ […]

კობახიძე ადეიშვილზე: ქართველებს აინტერესებთ, ევროპა თუ სცემს პატივს ფუნდამენტურ პრინციპებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობასა და ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში სცემს თუ არა ევროპული ბიუროკრატია პატივს სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლის უზენაესობის პრინციპს. იგი ამბობს, რომ ხელისუფლება ევროპისაგან შესაბამის რეაგირებას ელის და კეზერაშვილისა და ადეიშვილის ევროპაში თავისუფალი გადაადგილება “საზოგადოებაში ევროპული ბიუროკრატიისადმი კითხვებს აჩენს”. “ჩვენ და პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს […]

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს 10:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, აბანოსხევი, მლაშე, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში; 10:40-დან 18:30 თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და თიანეთის გზატკეცილზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში […]

ზალიკო ბერგერი სიკვდილს გადაურჩა – რა შეემთხვა დიზაინერს

“8 იანვარს რაღაც ტკივილმა დამარტყა და დატრიალდა ყველაფერი. წმინდა მატრონა, მიშველე-მეთქი, დავიძახე და გამიარა. ვიფიქრე, ნაბახუსევი იყო. ავდექი და დავლიე სასმელი. აზრზე მოვედი, ბარზე მქონდა თავი მირტყმული. მივხვდი, რომ ეს ჭვალი არ იყო. თურმე კუჭი გაიხვრიტა და შიდა სისხლდენა მქონდა. მარტო ვიყავი სახლში… ისეთი ტკივილია, ჯოჯოხეთის ტკივილი ალბათ ესაა. ცხოვრებაში სასწრაფო არ გამომიძახებია, ისიც არ […]

27 წლის ქართველი ქალი ქმარმა მოკლა, ცხედარი კი დაწვა – სად მოხდა საზარელი შემთხვევა?

2024 წლის 6 მარტს, პოლონეთის ქალაქ ლოძის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდელი ქალის, როზეტას ქმარი დამნაშავედ ცნო როზეტას განზრახ მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საფარის იურისტის, ეკა მუზაშვილის განმარტებით, ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია Helsinki Foundation for Human Rights-თან ერთად აგრძელებენ მუშაობას როზეტას შვილებისთვის კომპენსაციის მიღების აღსრულებისა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გულგრილობის გამო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ამის […]

გიორგი გოგილაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას რაფიელ ერისთავის პირადი ბიბლიოთეკის წიგნი: „ქართული მწერლობა მეჩვიდმეტე საუკუნეში“ გადასცა

ახალგაზრდა ბიბლიოფილმა გიორგი გოგილაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა რაფიელ ერისთავის პირადი ბიბლიოთეკის წიგნი: ზაქარია ჭიჭინაძე. “ქართული მწერლობა მეჩვიდმეტე საუკუნეში”. ტფილისი. 1888 წ. ავტორის მიძღვნითი წარწერით რაფიელ ერისთავისადმი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი აქვეყნებს. „საქმე ისაა, რომ რაფიელ ერისთავის პირადი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას გადასცეს რაფიელის […]

შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი ჰყავს, კიდევ ორს საქართველო ივნისამდე მიიღებს (VIDEO)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი შეემატა. ვერტმფრენი ქართულ მხარეს გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში გადასცეს. “თანამედროვე ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-ის ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ […]

კობახძე არახამიაზე: ამყარებს ეჭვებს, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დავით არახამიას განცხადებამ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე “დაადასტურა” ის, რასაც ამბობდნენ. “ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი, რაც ძალიან დასანანია”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. მისივე თქმით, ოცნების ხელისუფლება მყარად უჭერს მხარს უკრაინას და სოლიდარობას უცხადებს, რაც სიტყვების გარდა, ქმედებებშიც გამოიხატება. “როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთი […]

ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო განათლების კუთხით ონლაინ განათლება დაუშვებელი და შეუძლებელია

ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციას სჭირდება ის გადაწყვეტილებები, რაც კანონით არის დაინიცირებული და რაც გულისხმობს იმას, რომ კანონის მიღების შემდგომ, საქართველოში არსებულ ყველა ავტორიზებულ უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა [ონლაინ სწავლება დანერგოს], – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „ეს მიმართულებები იქნება საბაკალავრო-სამაგისტრო სწავლების ისეთი მიმართულებები, სადაც თეორიული სალექციო-სასემინარო პროცესის განხორციელება დისტანციურად არის შესაძლებელი. ამიტომ […]