„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი – ისრაელმა „ჰამასის“ პირობები უნდა მიიღოს

ისრაელმა „ჰამასის“ პირობები უნდა მიიღოს, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოჰამედ ნაზალიმ განაცხადა. „მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. ბოლო დღეებში იგი ჩიხში შევიდა, მაგრამ კატარი და ეგვიპტე მის გასაგრძელებლად ბევრს მუშაობენ“, – განაცხადა ნაზალიმ. მოჰამედ ნაზალიმ ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ ეგვიპტესთან და კატართან თანამშრომლობას ცდილობს. „ჰამასი შუამავლებს პასუხობს და პოზიტიურ თანამშრომლობას ცდილობს, მაგრამ ნეთანიაჰუ ურთიერთგაგების პროცესში […]

ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა

12 – 13 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდერ შტუბთან. „შეხვედრა, ასევე, გაიმართება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში. ილია დარჩიაშვილი შეხვდება ფინეთის რესპუბლიკის […]

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის გაღრმავებას და არა ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, უკრაინელი მაღალჩინოსნის, დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების […]

პრემიერი – ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს – ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, თუ ნებისმიერ სხვა დამნაშავეს

პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, თუ ნებისმიერ სხვა დამნაშავეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ბრალდებული, ყოფილი მაღალჩინოსნების ევროპაში გადაადგილების შესახებ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი […]

ირაკლი კობახიძე – ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია – ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა და ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია

პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია. ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა. ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ვეტინგი მისთვის არამხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარეა მიუღებელი, არამედ, პრაქტიკული მოსაზრებიდანაც. „როგორც იურისტმა შემიძლია დავადასტურო, რომ ვეტინგი ნამდვილად ეწინააღმდეგება არამხოლოდ ფორმალურად ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ, ის ეწინააღმდეგება […]

კონსეისაო: “არსენალის” არ გვეშინია, ლონდონში მოსაგებად ჩავდივართ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ლონდონის “არსენალი” “პორტოს” უმასპინძლებს, მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა პორტუგალიური გუნდის გამარჯვებით (1:0) დასრულდა. “დრაკონების” მთავარი მწვრთნელის სერჟიუ კონსეისაუს თქმით, მისი გუნდი “ემირეითსზე” გამარჯვებას ეცდება. “ჩემი გუნდი ლონდონში მოსაგებად იბრძოლებს, მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა მათი არ გვეშინია. ორივე გუნდს ბრწინვალე ფეხბურთელები ჰყავს, ვეცდებით, რომ დაცვაში შეცდომები არ დავუშვათ და “არსენალი” […]

რუსეთის დუმას შესთავაზეს უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის უკანონოდ გამოცხადება

რუსეთის დუმაში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმად, „უკანონოდ და საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ” უნდა გამოცხადდეს საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინისთვის ყირიმის გადაცემა. პარტია „ედინაია როსიას“ წევრების, დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინის და ფედერაციის საბჭოში ანექსირებული ყირიმიდან არჩეული სენატორის, სერგეი ცეკოვის მიერ მომზადებული კანონპროექტი ეხება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ 1954 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ყირიმი რუსეთის […]

შსს: საქართველოს ნაყიდი სამაშველო ვერტმფრენი გადმოეცა

საქართველოს გადაეცა სამი ნაყიდი ახალი სამაშველო ვერტმფრენიდან ერთ-ერთი. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ფრანგულ მხარესთან კონტრაქტი გააფორმა. შსს პრესსამსახური აღნიშნავს, რომ 15 მარტამდე სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ გადამზადებული ეკიპაჟის წევრები ვერტმფრენს საქართველოში ჩამოიყვანენ. H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს […]

ინფორმაცია ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს: “ძვირფასო მოქალაქეებო! 2024 წლის 21 მარტს, ქ. ბეერ-შევაში, საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით, იგეგმება საკონსულო ოლქის შემოვლა. საკონსულო მომსახურება განხორციელდება 21 მარტს 15 სთ-დან 19 სთ-მდე შემდეგ მისამართზე – 32 Mivtsa Uvda, Be’er Sheva. წარმოსადგენი დოკუმენტები: პირადობის ელექტრონული მოწმობა 1) ერთი ფოტო სურათი 3/4; 2) საფასურის გადახდის (122.57 […]

ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ბათუმში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანნა ლიბერგმა გახსნეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის […]