პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის როლს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების კუთხით. აღინიშნა ასევე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის […]
სლოვაკეთში რუსეთის მიმართ მთავრობის პოლიტიკა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

სლოვაკეთში რუსეთის მიმართ მთავრობის პოლიტიკა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ორგანიზატორების შეფასებით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა 5000-მა ადამიანმა მიიღო. „მე აქ იმიტომ ვარ, რომ სამთავრობო კოალიციის ქმედებები ყველა საზღვარს გასცდა“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მიხაილ ხვორეცკიმ. ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებები […]
„საქართველოს განვითარების ფონდი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის მენეჯმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება. აღნიშნულ ფორმატში ბესიკ ბუგიანიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გააცნო. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა „საქართველოს განვითარების ფონდში“ რეფორმის […]
დონალდ ტუსკი – ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. „ეს რაღაც პოლიტიკური კამათი არ არის, რომელიც გავლენას მხოლოდ ამერიკულ პოლიტიკურ არენაზე ახდენს. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისას ბატონი ჯონსონის წარუმატებლობა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. იგი ამაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. დონალდ ტუსკი და […]
საგამოძიებო სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე პირთა ჯგუფი ამხილა

საგამოძიებო სამსახურის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მხილებულია პირთა ჯგუფი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ, […]
გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოების განმარტებები, რადგან ქართულ საზოგადოებაში ასეთი შეხვედრები დიდ აღშფოთებას იწვევს – ადეიშვილი ის ადამიანია ვინც საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა

რა თქმა უნდა, მიუღებელია, როცა ვხედავთ, რომ პიროვნება, რომელიც მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული, შეხვედრებს მართავს გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში, ოფიციალურ პირებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ზურაბ ადეიშვილის გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში გამართული შეხვედრების შესახებ განაცხადა. მისი განმარტებით, მსგავსი დამოკიდებულებები ქართულ საზოგადოებაში ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების დამკვიდრებას. „გაუგებარი იყო ევროკავშირისა და […]
გიორგი კახიანი – სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს

საქართველოს ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განმარტებით დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებში იკითხება უკრაინის ხელისუფლებას დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მისი თქმით, მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა საქართველო კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. „სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს. საქართველო უკრაინას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყველანაირად უდგას გვერდში და ჩვენ მათი მხარდაჭერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, […]
ზაზა ლომინაძე – შვეიცარიის ორივე პალატაში გვექნება შეხვედრები და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მეტად გაუმჯობესდეს

შვეიცარიის კონფედერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუმჯობესდა როგორც საპარლამენტო, ისე მთავრობის დონეზე, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ შვეიცარიაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის პროექტების მხარდაჭერა უნდა მოხდეს, რაც მეტ მეტ შესაძლებლობებს ითვალისწინებს. ,,ეს ვიზიტი სწორედ ემსახურება იმას, რომ მეტი დაახლოება […]
7-კაცა | მე-9 ადგილი მონტევიდეოში

საქართველოს 7-კაცამ ურუგვაიში, მონტევიდეოში გამართულ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე 5-იდან სამი თამაში მოიგო და მე-9 ადგილი დაიკავა. დასკვნითი მატჩი იაპონიასთან გვქონდა და მე-2 წუთზე საბა არჩვაძის გარდასახული ლელოთი დავწინაურდით. მერე თეიმურაზ კოხოძემ ყვითელი ბარათი მიიღო და საჯარიმო ლელოთიც დავისაჯეთ, თუმცა ჯერ კიდევ კაცნაკლულები გიორგი ჯობავას ინდივიდუალური ლელოთი დავწინაურდით. იაპონიამ ამჯერადაც შეძლო ანგარიშის გათანაბრება […]
ხავი: “ნაპოლის” უამრავ ასპექტში ვაჯობეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ნაპოლი” 3:1 (ორი მატჩის ჯამში 4:2) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. შეხვედრის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. “ძალიან გახარებული ვარ. დიდებულად ვითამაშეთ, გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. უამრავ ასპექტში ვდომინირებდით. ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 4 წლის წინ გავედით, […]