დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა

ბათუმში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის არასრულწლოვან, 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს მოზარდის გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. არასრულწლოვანმა ფაქტების შესახებ დეიდას უამბო, რის შემდეგაც ქალმა დისშვილზე ფიზიკურად იძალადა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მამაკაცი დაკავებულია სსკ-ს 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. […]

თუ სააკაშვილს შეაწყალებინებენ, 2008 წლის ომზე გამოძიებას ახლავე მოვითხოვთ – ხალხის ძალა

“არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავაინიცირებთ გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. თუმცა, თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს ჩვენთვის იქნება ბოლო წვეთი, ასეთ შემთხვევაში არჩევნებს აღარ დაველოდებით და გამოძიების დაწყებას ახლავე, არჩევნებამდე მოვითხოვთ” – ხალხის ძალად წოდებული ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ “შეწყალების შემთხვევაში, ყველა ყველაფერს […]

პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის როლს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების კუთხით. აღინიშნა ასევე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის […]

„მიღწევადია ამერიკულ ბაზარზე 3 მლნ ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა, ანუ არსებული გაყიდვების გასამმაგება“ – მამუკა წერეთელი

„ქართული ღვინის აშშ-ს ბაზარზე დამკვიდრებისთვის 10-12 მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებელი უნდა გამოჩნდეს, რომელთაც წლიურად 100-150 000 ბოთლი ღვინის მოწოდება შეეძლებათ“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ღვინის ექსპორტში ამერიკის წილის ზრდა მნიშვნელოვანი ამოცანაა ორი მთავარი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ აუცილებელია რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება და მეორე […]

წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. სამგორის რაიონი, ლილოს დას., 1 მკ-რ. N 5 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12/03 17:00-დან 13/03 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ლილოს დასახლების 4 და 5 კვარტლებს, სტურუა, ნამორაძეს, ლილოს 1 მიკრო მე-3,4,5,6 კორპუსებს. სამგორის რაიონი, წმინდა ბარბარეს უბანი N 118 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების […]

თბილისის ნაწილს დენი არ ექნება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 13 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს აღმართის, საქანელას, სანაპიროს, ასათიანის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის, აპოლონ ქუთათელაძის და შოთა მესხიას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან […]

თებერვალში აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მყარად გაიზარდა – სააგენტო “როიტერი”

თებერვალში, აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მყარად გაიზარდა საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, რაც მიუთითებს ინფლაციის გარკვეულ მდგრადობაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს ფედერალური სარეზერვო ბანკის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება ივნისში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასულ თვეში გაიზარდა 0.4%-ით. თებერვლამდე 12 თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი […]

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო

“ბორჯღალოსნების” გაფართოებული შემადგენლობა ორი დღეა საფრანგეთში იმყოფება და 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, რომელიც 17 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, „ჟან ბუინზე“ დაიწყება. რიჩარდ კოკერილმა თავისი პირველი ფინალისთვის 34 მოთამაშეს უხმო და რადგან ფინალი საფრანგეთში იმართება, გუნდიც პირდაპირ პარიზში შეიკრიბა. 2023 წლის მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან ნათამაშები ფრის (18:18) შემდეგ “ბორჯღალოსნებში” განსაკუთრებული განწყობაა და […]

გიორგი კახიანი – სინამდვილეში ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები – მათი მიზანია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის” წევრების წარსული და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. „პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც თავის თავს […]

„კოლორ პაკში“ მზის პანელები დამონტაჟდა – პოლიგრაფიული საწარმო მწვანე პოლიტიკას ნერგავს

პოლიგრაფიულ საწარმო „კოლორ პაკში“ მზის პანელები დამონტაჟდა და ამოქმედდა 530 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც წლის განმავლობაში 650,000 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მზის ელექტროსადგური, რომლის მონტაჟი კომპანია „მზიანმა ველმა“ უზრუნველყო, უახლესი ტექნოლოგიების შედეგად შექმნილი ეკომეგობრული სისტემაა. ის მოიხმარს ბუნებრივ ენერგიას, რომელიც ტრადიციული რესურსებისგან განსხვავებით, ამოუწურავია და მოსაპოვებლად განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს. რაც მთავარია, მისი გამოყენებით […]