რუსეთში დრონებით შეტევა იყო კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

დღეს, 13 მარტს დილით, აფეთქებები იყო რუსეთის რიაზანის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ტელეგრამ-არხი Baza თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქარხანას სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. დრონებით შეტევა და ხანძარი დაადასტურა რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის […]

ინვესტორები Zara-ს მფლობელ Inditex-ს პროდუქტის მიმწოდებლების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

სხვა მსხვილი მწარმოებლებისგან განსხვავებით, Inditex-ს ჯგუფი, რომლის მფლობელობაშიც ტანსაცმლის მწარმოებელი, სწრაფი მოდის უმსხვილესი ბრენდები: Zara, Bershka, Pull&Bear და სხვები ერთიანდებიან – მიწოდების ჯაჭვის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, რაც ინვესტორებისთვის მიუღებელია. Reuters-ის ინფორმაციით, ინვესტორების ესპანურ კომპანიას, პროდუქტის მომწოდებლებთან დაკავშირებით, მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ. მართალია, თავად Inditex-ი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ის 12 ქვეყანაა ჩამოთვლილი, საიდანაც ფირმა სხვადასხვა […]

„რადიო თავისუფლება“ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა. მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ექვსი სატვირთო მანქანა შევიდა

6 სატვირთო მანქანა, რომელიც გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამისგან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთით იყო დატვირთული, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი მარშრუტით შევიდა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება. მათი განმარტებით, სატვირთო მანქანების შესვლა განხორციელდა საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია, რომ ჰუმანიტარული დახმარება „ჰამასის“ ხელში არ მოხვდეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა სატვირთო მანქანების […]

პუტინი: შეთანხმება უფრო იოლია მათთან, ვისაც „ცხვირი კოკაინში აქვს“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების პირობად დაასახელა „არსებული რეალიების” გათვალისწინება და განაცხადა, რომ შეთანხმება უფრო იოლია მათთან, ვისაც „ცხვირი კოკაინში აქვს“. კრემლი „არსებულ რეალიებად“ მიიჩნევს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას, რასაც უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კიევი არასდროს დათანხმდება. პუტინმა ინტერვიუ მისცა სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიაჯგუფში შემავალი ტელეარხის, „როსია 1-ის” და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს აღმართის, საქანელას, სანაპიროს, ასათიანის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის, აპოლონ ქუთათელაძის და შოთა მესხიას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის […]

“დიდი ფული არა ხვიჩას აგენტს, არამედ მე უნდა შემომთავაზონ” – რას აცხადებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას მომავალზე?”

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ Mediaset-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, კომენტარი ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამზე გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩა “ნაპოლის” იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მასში ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან. “წინადადებით აუცილებლად მე უნდა მომმართონ და არა აგენტს. “კვარა” ჩვენთან მრავალწლიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული და მინდა […]

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზარი, ნაოზა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 12:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახატანი, ჭოპორტი, დავათი, ნოჯიკეთი და […]

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას

რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიდგომას – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „იარაღი არსებობს იმისათვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია […]

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების შემდეგ წარმოქმნილი სურვილების საფუძველზე

რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ისინი უნდა იყოს დაფუძნებული რეალობაზე და არა ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. “მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, ვართ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, არა ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების შემდეგ წარმოქმნილი გარკვეული სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა,“ – […]