კოსტაკურტა: “ნაპოლი” საშინლად თამაშობდა, მაგრამ მსაჯი შეცდა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასა” და “ნაპოლის” (3:1) დაპირისპირებაზე ისაუბრა. “მილანის” ყოფილი მცველის თქმით, “პარტენოპეი” რიგ ეპიზოდებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენის წაქცევის ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. “ჩემი აზრით, “ნაპოლიმ” წაგება დაიმსახურა, კალცონას გუნდმა პირველ 25 წუთში საშინლად ითამაშა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ “პარტენოპეი” პენალტს იმსახურებდა და […]

რუსეთის ტერიტორიაზე იერიში 50-მდე დრონით მიიტანეს, რიაზანში სამიზნე როსნეფტის ქარხანა იყო

13 მარტის ღამეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იერიშები რამდენიმე ათეულმა დრონმა მიიტანა. რიაზანის ოლქში უპილოტო საფრენმა აპარატმა როსნეფტის ნავთობსაწარმო დააზიანა. ამ რეგიონის გუბერნატორის, პაველ მალკოვის თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები. მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეგრამ-არხი 112 წერს, რომ რიაზანნეფტპროდუქტზე, როსნეფტის შვილობილ კომპანიაზე იერიში სამმა დრონმა მიიტანა. მათივე ცნობით, უპილოტო აპარატებმა დააზიანეს ორი ნავთობგადამამუშავებელი. ხანძარი, რომელიც […]

“გუნდი უკეთესად უნდა მოამზადოს” – კონსეისაუ არტეტაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “არსენალმა” “პორტუ” პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს. “დრაკონების” მთავარმა მწვრთნელმა სერჟიუ კონსეისაუმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ “მეთოფეების” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. “არტეტამ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. ზოგადად, ეს ესპანელ მწვრთნელებს ახასიათებთ, წარსულში გვარდიოლამაც იგივე გააკეთა. მატჩის შემდეგ მიკელს ვუთხარი, რომ სანამ რამეს იტყვის, […]

გიორგი კახიანი – შვეიცარიის კონფედერაციაში პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება – ჩვენ მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ასეთი შეხვედრებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

შვეიცარიის კონფედერაციაში პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება. შეხვედრები გაიმართება შვეიცარიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ასევე შეხვედრა იქნება შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შვეიცარიის ვიზიტის შეფასების დროს განაცხადა. მისი თქმით, შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ ქვეყნის განვითარების გაზიარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ,,შვეიცარია […]

რუსეთის რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამის“ არხები ავრცელებს. არსებული ცნობით, დღეს დილით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე სამი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ რიაზანის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

“წვიმა ელჭექით და ტემპერატურის კლება…” – საქართველოში ამინდი იცვლება

„16 მარტიდან, საქართველოში ამინდი ისევ იცლება.“, – ამის შესახებ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმს“განუცხადა. „15 მარტამდე თბილი და მზიანი ამინდები იქნება. 16 მარტიდან კი, იქნება წვიმა ელჭექით და ტემპერატურა იკლებს. 16-17 დაიკლებს ტემპერატურა და ქარი გაძლიერდება. 18-19 მარტს, ისევ მოიმატებს, ხოლო 20-21 მარტს, კვლავ დაიკლებს 15 გრადუსამდე. მოსალოდნელია უმეტეს რაიონში 17 გრადუსი. მარტს როგორც შეეფერება, ისეთი […]

თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართა. რეგისტრირებულმა კანდიდატმა გიორგი ვაჩნაძემ აკადემიური საბჭოს წინაშე კონსერვატორიის განვითარების გეგმა წარადგინა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც ის ერთხმად აირჩიეს. გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს. „გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო […]

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის გაზაფხული განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება

2024 წლის გაზაფხული შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის სიახლეების, მოულოდნელი სიურპრიზის, ძალიან დიდი გამართლებისა და წარმატების მომტანი იყოს და ამ ცვლილებებით გამოწვეული სიკეთე კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს 6 ნიშანი, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტ სიახლესა და სიურპრიზს მიიღებს: ვერძი 2024 წელი ისევე, როგორც მთელი წელი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი თავი სრულად გამოხატონ […]

“სასწაულები არსებობს და განკურნება შესაძლებელია…” – პაციენტი ბიძინა კულუმბეგოვს საჯარო მადლობას უხდის

ჟურნალისტი, ამჯერად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ელისო ჩაფიძე ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვს საჯარო მადლობას უხდის. როგორც ელისო ჩაფიძე აღნიშნავს, სწორედ მისი წყალობით დაამარცხა დაავადება, რომელიც მრავალ უსიამოვნობასთან არის დაკავშირებული. საუბარია ჰაიმორიტის დაავადებაზე. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ხალხნო, სასწაულები არსებობს და განკურნება შესაძლებელია.. უდიდესი მადლობა მინდა, გადავუხადო ამ საოცარ ექიმს. 2012 წლიდან […]