მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ვიდეოები გაავრცელა – დააკავეს 20 წლის კაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 20 წლის კაცი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება […]
ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა

ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს – ინფრომაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პირველი არხის ცნობითვე, თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 11 მარტს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. ყოფილმა […]
ყოფილ მულს კაცის სახელით გაეცნო და პირადი ფოტოები გაუვრცელა – 24 წლის ქალს ბრალი წარუდგინეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 24 წლის ქალი ამხილა. გამოძიების ცნობით, მან ყოფილი ქმრის დისგან მოტყუებით მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა, შემდეგ კი – შურისძიების მოტივით გაავრცელა. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ ინსტაგრამის ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო […]
მთავრობის ვალი $8.8 მილიარდია – ვისი ვალი აქვს საქართველოს?

2024 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 8.75 მილიარდი დოლარია, რაც დეკემბერთან შედარებით 150 მილიონი დოლარით ნაკლებია, ხოლო ერთწლიან ჭრილში ვალი 320 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 62% სამ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტზე მოდის, ესენია აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვალდებულებების 65% ევროში, […]
აშშ უკრაინას $300 მლნ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას $300 მლნ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შეასხებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა. „ეს არის დახმარება, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან“, – განაცხადა სალივანმა. ეს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი დახმარების პაკეტია, რომელიც აშშ-მა უკრაინას გამოუყო.
მაია ომიაძემ ინვესტორთა საბჭოს ტურიზმის ადმინისტრაციის გეგმები გააცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაია ომიაძემ შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. „საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, ახალი ბაზრების ათვისების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს, წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და მომსახურების სფეროში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტებს. ინვესტორთა საბჭო […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, მის ადმინისტრაციას, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, მის ადმინისტრაციას, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის სასწრაფო საჭიროებებს ითვალისწინებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალა აუცილებელია, […]
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით გურჯაანში შეხვედრა გაიმართა

გურჯაანში, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მომხმარებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით […]
ეროვნულმა კინოცენტრმა ახალი ორენოვანი პორტალი „ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ შექმნა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ცენტრალური არქივიდან ჩამოტანილი და აღდგენილია 60-მდე ფილმი, მათ შორის – 1920-30-იან წლებში გადაღებული 31 უხმო კინოსურათი. ეროვნულმა კინოცენტრმა ერთი წლის მუშაობის შემდეგ შექმნა ახალი ორენოვანი პორტალი „ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ (https://gnfcheritage.ge/), რომელზედაც ყველასათვის ხელმისაწვდომია 1920-30-იანი წლების ფილმები. კინომემკვიდრეობის ნახვა შესაძლებელია მსოფლიოს […]
კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს. კონსერვატორიის ინფორმაციით, არჩევნები 12 მარტს გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც ვაჩნაძე ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე. 2023 წლის 30 ოქტომბრიდან დღემდე კონსერვატორიის რექტორის მოვალეობას გიორგი შავერზაშვილი ასრულებდა. თეა წულუკიანის 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება, […]