სპეციალური საგამოძიებო სამსახური – ქალი ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი, ხოლო ამხილეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, […]
ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის 149-ე კმ-თან ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ტემპი მაღალია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და „რა თქმა უნდა, პროგრესი განსხვავებულია“. მისი თქმით, მობილიზაციაც და სამუშაოების ტემპიც საკმაოდ მაღალია. „ინტენსიური სამუშაოებია 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა იქნა აღმოჩენილი. ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მომზადდა საინჟინრო გადაწყვეტა, მოეწყო შემოვლითი გზა, ტენდერის შედეგად გამოვლინდა […]
ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. „ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. აღნიშნული […]
16 მარტიდან, 18-მეტრიანი ავტობუსი 301 მარშრუტზეც იმოძრავებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 16 მარტიდან, 301 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. როგორც კალაძემ განმარტა, 301 მარშრუტი მგზავრებს მოემსახურება ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან („თბილავიამშენის“ მიმდებარედ) რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე. „16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, […]
სალომე ზურაბიშვილს ხმამაღლა ნათქვამი „არა და არასოდეს“ სამარცხვინოდ უკან წააღებინეს და სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობაზე დააწყებინეს ლაპარაკი – “ხალხის ძალა”
სალომე ზურაბიშვილს ხმამაღლა ნათქვამი „არა და არასოდეს“ სამარცხვინოდ უკან წააღებინეს და სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობაზე დააწყებინეს ლაპარაკი – “ხალხის ძალა” “ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს დღეების სატელევიზიო არქივი, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ერთი მხრივ, რამდენად უხეშად აკონტროლებდა ნაციონალური მოძრაობა მედიას და მეორე მხრივ, როგორ ეშინოდა მას იმ დღეების გახსენების. თუმცა, ნაციონალურმა […]
“განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა” – რას წერს ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ბოლო დროს პოლიტიკურ პროცესებში საჯაროდ აღარ არის ჩართული, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ამის საშუალებას არ აძლევდა. პოლიტიკოსი წერს, რომ ბრძოლის შემართება არ დაუკარგავს და მალე საჯაროდაც გამოჩნდება ელენე ხოშტარია: “მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად […]
ქალი ყოფილ მულს ყალბი პროფილიდან, კაცის სახელით გაეცნო, მოიპოვა მისი შიშველი ფოტოები და ნათესავებთან გაავრცელა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2000 წელს დაბადებული ქალი ამხილეს. უწყება ამბობს, რომ ის “ინსტაგრამზე”, კაცის სახელით მისი ყოფილი ქმრის დას გაეცნო. დაზარალებულმა ქალმა მას თავისის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაუგზავნა, ბრალდებულმა კი ეს ნათესავებთან გაავრცელა. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს […]
ვილნიუსში ნავალნის გუნდის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ჩაქუჩით სცემეს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის მიმდებარეო ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ვოლკოვს მანქანის შუშა ჩაუმსხვრიეს, თვალებში ცრემლსადენი გაზი შეასხეს და შემდეგ ჩაქუჩით სცემეს. იარმიშის თქმით, თავდამსხმელები უცნობი პირები იყვნენ. ვოლკოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მას ჩაქუჩს […]
სლოვაკეთში ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები მთავრობას პრორუსულობაში ადანაშაულებენ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ათასობით ადამიანი ქუჩაში მთავრობის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებს. დემონსტრანტებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და პრემიერმინისტრი ფიცოს მთავრობა პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. სლოვაკური მედიის ცნობით, ბრატისლავაში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი გამოვიდა. პრემიერმინისტრი ფიცო თავის გუნდთან ერთად 2023 წლის ოქტომბერში მოვიდა ხელისუფლებაში. მას შემდეგ, კრიტიკოსების მტკიცებით, სლოვაკეთი რუსეთს უახლოვდება და მთავრობა ევროსკეპტიკურ განცხადებებს ავრცელებს. […]
31 მარტიდან, ავიაკომპანია AJET სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით იფრენს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJET იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება. AJET-თან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ასევე ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia-ც იწყებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით შეასრულებს.