დავით მათიკაშვილი – კარგი იქნება თუ ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, დავით კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება

კარგი იქნება თუ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, დავით კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება ქართული მართლმსაჯულებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილი „ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და […]

საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75% შემცირდა

საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75% შემცირდა. როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ კი 3 %-ზე დაბალია. ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მისასალმებელია, რომ საქართველოს […]

მარიამ ქვრივიშვილმა „ლუფტჰანზას ჯგუფის“ გენერალურ მენეჯერთან საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ ფრენების გაზრდის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა გერმანიის საავიაციო ჯგუფის „ლუფტანზას“ გენერალურ მენეჯერ, ბერნჰარდ ვოდლთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ კიდევ უფრო მეტი რეგულარული რეისის შესრულების საკითხი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ „ლუფჰანზას“ ჯგუფი მიმდინარე წელს გაზრდის რეგულარული რეისების […]

„საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის მენეჯმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება. „აღნიშნულ ფორმატში ბესიკ ბუგიანიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გააცნო. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა […]

„სემეკის მიზანია ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები“ – დავით ნარმანია

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, კომპანია ამ მიზნით ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე […]

ყვარელში განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა ჩაირთვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს, 14:00 საათზე, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული სწავლების შესახებ, მოსახლეობას 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ. სწავლების ფარგლებში, ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია. სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს […]

“კომპანია ყოველ წელს ზარალით ამთავრებს” – რატომ არ იზრდება შიდა ფრენების სიხშირე?

სახელმწიფოს სუბსიდირების მიუხედავად, კომპანია ზარალზე მუშაობს – ამის შესახებ BM.GE-ის “აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განუცხადა.

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ ლარად მიწები გადასცა

საქართველოს მთავრობამ 12 მარტს გამოცემული განკარგულებით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. დოკუმენტს ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მართლმადიდებელ ეკლესიას სიმბოლურ თანხად გადაეცემა: · ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 849 კვ.მ. მიწა; · იმავე მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში 929 კვ.მ. მიწა; · ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 და […]

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის თავდასხმის სამიზნე იყო ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო

13 მარტს, დილით, რუსეთის რამდენიმე რეგიონი გახდა უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის სამიზნე – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა რეგიონული ოფიციალური პირები რიაზანიდან Rosneft-ის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან. 12 მარტს კი დრონმა მნიშვნელოვნად დააზიანა Lukoil-ის გადამამუშავებელი საწარმო. სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო სისტემამ ექვსი რეგიონის თავზე ჩამოაგდო უკრაინის დრონები – 35 […]

ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა

ტელეგრამ არხ „Абхазский Портал-ის“ ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა. შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა. ტელეგრამ არხის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გზაზე ორივე ზოლი თავისუფალი იყო, პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა გზატკეცილზე მყოფ ერთადერთ ავტომობილს შესჯახებოდა. პრეზიდენტის ავტოკოლონამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, ხოლო დაზიანებული მანქანა მინისტრთა […]