GM PHARMA უწყვეტ ტექნოლოგიურ განვითარებას განაგრძობს

GM PHARMA-ში შვეიცარული ლიდერი კომპანიის GERTIS მშრალი გრანულაციის აპარატი დამონტაჟდა. GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცვეტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც. თანამედროვე მსოფლიოს […]
ჩვენ ვართ ოდნავ მარჯვნივ, მაგრამ ცენტრისტული პარტია — გვარამია

ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტია „ახალი“, რომელიც ნიკა მელიასთან ერთად დააფუძნა, იდეოლოგიურად ცენტრისტულია, თუმცა მარჯვნივ გადახრილი. ამის შესახებ მან 12 მარტს, „მთავარ არხზე“, ეკა კვესიტაძის „განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა. როგორც გვარამიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მათი პარტიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება არაა. „ნაციონალური მოძრაობისგან“ იდეოლოგიური განსხვავების მთავარი განმაპირობებელი არ არის ის, თუ რა დამოკიდებულება მაქვს […]
რომან გოცირიძე – ჩემს თავს ვხედავ კოალიციაში და არა რომელიმე პარტიაში – „ნაციონალური მოძრაობის” რყევების პროცესი უნდა დამთავრდეს

მე ჩემს თავს განვიხილავ დიდი კოალიციის ნაწილად – ჩემს თავს ვხედავ კოალიციაში და არა რომელიმე პარტიაში, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” რყევების პროცესის დასრულების შემდეგ ოპოზიციას საშუალება ექნება, წარმოიდგინოს ის მოდელი, როგორ გადის საპარლამენტო არჩევნებზე. „მე ყოველთვის ჩემს თავს ვხედავ იმ დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ანუ კოალიციაში […]
შალვა პაპუაშვილი – როგორც საქართველო, ასევე აშშ დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში – ახლა ევროკავშირის ჯერია

როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიზიარა ჩვენი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილის მიმართ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ ვიზაზე უარის გაცემის შესახებ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კეზერაშვილი კრიმინალია და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ დადასტურებული დამნაშავე, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. ,,ის, რომ კრიმინალია, ეს ქართული მართლმსაჯულების მიერ […]
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს

საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia – სა და თურქულ ავიაკომპანია AJET – ზე გასცა. ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტურია და რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის […]
შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. „შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს […]
ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) წარმატებით ასპარეზობენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართველ სამხედრო პარასპორტსმენებს სპორტის როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში უკვე აღებული აქვთ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. მათ შორის, ველოსიპედით რბოლაში – ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, პისტოლეტიდან […]
ნინო ლაცაბიძე, ირაკლი შატაკიშვილი და დავით ნარმანია, GWP-ის პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP-იმ სემეკში წარდგენილი გეგმის შესაბამისად, მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, კომპანია GWP-ის გენერალურ დირექტორ, ხოსე მიგელ სანტოსთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას […]
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ზუგდიდში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ მდგომარეობაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე და ერთად იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებული პრობლემური საკითხების […]
კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს

კომპანია “იანდექსის” აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს. როგორც პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საჩივრის მიზანია გამოიკვლიოს, რამდენად იცავენ კომპანიები საქართველოს კანონით განსაზღვრულ კონკურენტუნარიან გარემოს. „დღეს, „იანდექსის“ აპლიკაციის მქონე მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს, სადაც ვითხოვთ, რომ გამოკვლეული იყოს „იანდექსის“ და სხვა აპლიკაციის კომპანიები იცავენ თუ არა საქართველოს […]