ეგვიპტელ ფეხბურთელს მოედანზე გული გაუჩერდა – ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს

30 წლის ეგვიპტელ ფეხბურთელ აჰმეტ რეფაატს “ფუტურისა” და “იტიჰადის” მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე გული გაუჩერდა. ის მოულოდნელად დაეცა, გონება დაკარგა და პულსი საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ ესინჯებოდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეფაატი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში არასტაბილურ მდგომარეობაშია.

„კეზერამ ფული ყარა ყარა და უვიზობა გაითხარა – რაში დახარჯა შტატებში ერთ წელიწადში მილიონი დოლარი?“ – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართელიშვილი დავით კეზერაშვილზე: „კეზერამ ფული ყარა ყარა და უვიზობა გაითხარა – რაში დახარჯა შტატებში ერთ წელიწადში მილიონი დოლარი? თავის პოპულარიზაციაში? მაგის ლობისტებს, დამატებით, ყველაზე ძვირადღირებული ტროლების ნომინაციაში პრემიაც ეკუთვნით. წყალში გადაყრილი ფული, სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლები და უსახსრობის გამო “ოფშორTV”-ზე დახურული გადაცემები. ხომ ეგრევე ეტყობა, რომ ტიპი ბიზნესმენი არაა – ბანალური ყაჩაღია, […]

გიორგი ამილახვარმა პროფესიული უნარების სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან და პროფესიული უნარების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ, ირინა მარგიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში პროფესიული განათლების […]

შალვა პაპუაშვილი – ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ გვარამიას შეწყალებას და რატომ იბარებდნენ მოსამართლეებს სხვადასხვა საელჩოები, რათა თავის დროზე ზეწოლა მოეხდინათ გვარამიას პროცესთან დაკავშირებით – კარგად ჩანს, რა იყო მიზანი

ახლა ის მომენტია, როცა უნდა გავიხსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. გახსოვთ, რომ მაშინაც, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე გარედან ზეწოლა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაშინ ყველამ კარგად იცოდა, რომ საქმე ჰქონდათ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგთან და არა ჟურნალისტთან. ,,შემდეგ ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა აღიარა, რომ მათ წინასწარ […]

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვეს

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა 1215 პარტიული დელეგატი მოიპოვა, ხოლო ჯო ბაიდენმა – 1968. „რესპუბლიკური“ პარტიის ნომინაციის მოპოვების შემდეგ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა აღნიშვნის დრო არ არის და მთელ ყურადღებას კონკურენტის დამარცხებას უთმობს, რომელსაც მან […]

„თეგეტა“ საერთაშორისო ბაზრებზე – ქართული კომპანია გლობალური გეგმებით

„თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო ვაჭრობას ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. კომპანიის პრიორიტეტი, გეოგრაფიულ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს უმსხვილეს და წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის გაღრმავება. „თეგეტა“ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა -MAZDA, […]

ცესკოს თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. საუბრის ძირითადი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება და აღნიშნულ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება იყო. ცესკოს თავმჯდომარემ და ბულგარეთის ელჩმა […]

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. „კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების განმტკიცების მიზნით, ყურადღება გამახვილდა „ქართულ-ფინური […]

ვასო ურუშაძე – დღეს საწვავზე უსამართლოდ მაღალი ფასებია – ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს უფრო ძვირის გადახდა უწევთ, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა

დღეს საწვავზე უსამართლოდ მაღალი ფასებია – ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს უფრო ძვირის გადახდა უწევთ, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ურუშაძე ტაქსის მძღოლებს შეხვდა და მათ გაძვირებულ საწვავის ფასზე ესაუბრა. ურუშაძის განცხადებით, საწვავზე მაღალი ფასები გამოწვეულია ივანიშვილის მთავრობის გადაწყვეტილებებით, მათი კორუფციული […]

შალვა პაპუაშვილი – 2008 წლის ომი, სულ მცირე, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება, თუმცა არ ვიცი, გამოძიება რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის

2008 წლის აგვისტოს ომზე თავად “ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს – ის არის მონაწილე იმ რეზოლუციის, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღეს და მხარი დაუჭირეს, სადაც ისინი ამბობდნენ ქართულ ჯარზე, რომ საომარი მოქმედებები სწორედ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჰააგასა და სტრასბურგში მათი ხელისუფლების პირობებში ყველა ეს პროცესი საქართველოს […]