ტრამპმა და ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებში ნომინაციისთვის საჭირო დელეგატები მოიპოვეს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც სამშაბათს მან ნომინაციისთვის საჭირო 1 215 დელეგატის მხარდაჭერა აიღო. იგი 12 მარტის ჯორჯიის, მისისიპისა და ვაშინგტონის შტატის საპრეზიდენტო პრაიმერიზებში გამარჯვებით 1215-დელეგატიან ზღვარს გადასცდა და ამ დროისთვის 1241 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ტრამპი მზადაა, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია ოფიციალურად […]
კეზერაშვილი აშშ-ის ვიზაზე უარის მიღებას საქართველოს ხელისუფლების “ცილისწამების კამპანიას” უკავშირებს

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მფლობელი დავით კეზერაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-სგან ვიზაზე უარი საქართველოს ხელისუფლების ცილისწამების კამპანიას გამო მიიღო. ვიზაზე უარის შესახებ რადიო თავისუფლების სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წარმომადგენელმა ამ საკითხზე განმარტება გაავრცელა. „ეს [კეზერაშვილის მიმართ ბრალდებები] არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის […]
„შიშველი იდეებით, უფულოდ, რევოლუციებიც კი არ ხდება და თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ რატომ აყაჩაღებდა ბანკებს სტალინი“ – ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს: „აქსიომები … ამერიკაში მხოლოდ ორი ძირითადი პარტია იმიტომ არის, რომ არჩევნების მოგება ღირს ძალიან დიდი ფული და ამერიკაშიც კი არ არის საკმარისი ფული იმისათვის, რომ ყველას პოლიტიკურ ამბიციებს ეყოს. ფული მარცხდება მხოლოდ ფულით და ფული იმარჯვებს ფულზე. ეს აქსიომა ერთნაირად უნივერსალურია ბიზნესისთვის, პოლიტიკისთვის და ომისათვის. შიშველი იდეებით, […]
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Lufthansa მიუნხენსა და თბილისს შორის კვირაში 10 სიხშირით იფრენს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Lufthansa თბილისის მიმართულებით მხოლოდ მიუნხენიდან შეასრულებს. მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე Lufthansa ოპერირებას კვირაში 10 სიხშირით განახორციელებს. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კი კომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს ნედლეულზე, საჩილიმე თამბაქოზე, საღეჭ და სასუნთქ თამბაქოზე გადასახადებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში შეტანილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, თამბაქოს ნედლეულზე, საჩილიმე თამბაქოზე, საღეჭ და სასუნთქ თამბაქოზე გადასახადები ორჯერ უნდა შემცირდეს. „სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში უამრავი სიცრუე და აბსურდი ფიქსირდება, როგორც სადა შეფუთვის გადავადების […]
გლდანში, სამ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანში, სამ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავჭალის ქუჩა N5, შალვა აფხაიძის შესახვევი N15 და ზაჰესში, თავისუფლების ქუჩა N13ა კორპუსებთან არსებულ სტადიონებს. პროექტის განხორციელების შედეგად დაზიანებული ინვენტარი სრულად განახლდა. ჯამში, სამივე მოედნისთვის 146 491 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ […]
თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო და საზღვაო გზით მიწოდება პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ გამოსავალი არ არის

ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო და საზღვაო გზით მიწოდება პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ გამოსავალი არ არის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ონჩუ კეჩელიმ ანკარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულების გზებს მსოფლიო საზოგადოების მიერ მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად ეძებს. მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია პრობლემის რეალური საფუძვლის […]
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის მთავრობის მიერ 2023 წლის სამთავრობო პროგრამების შესრულების შესახებ საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოხსენებაში რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად, ასევე ეკონომიკური […]
პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს. პროკურატირის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, […]
მამუკა მდინარაძე – რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ

არამხოლოდ სასიხარულო, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც დიდი ხანია არ მომხდარა, არის საეტაპო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ, დადებითად აისახება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს ბევრი მოქალაქე იგრძნობს შეღავათს და კარგია, რომ ეროვნულ […]