ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის მნიშვნელოვან შტატებში ჩადის

ჯორჯიის შტატის პრაიმერიში მოპოვებული გამარჯვების ფონზე, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის საჭირო ხმები დააგროვა. ჯო ბაიდენს პარტიაში კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა ის საარჩევნო კამპანიას აგრძელებს, რათა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ოპონენტის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვოს. „წავედით!“ – წერს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის გუნდი და აქტიურ სამუშაოებს ამერიკის შუა დასავლეთში იწყებს. ბაიდენის მიზანია განიმტკიცოს მხარდაჭერა ამერიკის […]
ბაიდენ-ტრამპს პარტიების საპრეზიდენტო ნომინაცია პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მარტის შიდაპარტიულ არჩევნებზე საკუთარი პარტიებიდან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნომინაციისთვის საჭირო მხარდაჭერა პრაქტიკულად უკვე გარანტირებულად მოიპოვეს. ახლა მხოლოდ პარტიის ყრილობაზე კანდიდატად მათი ფორმალურად დასახელება რჩება. ამით შეერთებულ შტატებში კანდიდატთა ხელმეორე რევანშის ისტორიული მომენტი, ბოლო თითქმის 70 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ იქნება. 81 წლის ბაიდენს ნომინაციის […]
ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ელექტრომობილების გაყიდვებს იწყებს

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ავტოინდუსტრიაში ოფიციალურად ჩაერთო – კომპანია ელექტრომობილების გაყიდვას მიმდინარე თვიდან იწყებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა, ავტომობილის საფასო კატეგორიას კი Xiaomi 28 მარტს გაასაჯაროებს. თავად Xiaomi კი, რომელიც ჩინეთში სმარტფონების მწარმოებელი რიგით მე-5 უმსხვილესი კომპანიაა, ელექტრომობილებზე შეკვეთებს ქვეყნის 29 ქალაქში განთავსებულ 59 მაღაზიაში მიიღებს. ჩინეთში, რომელიც ავტომობილებისთვის უმსხვილესი ბაზარია, ელექტრომობილების […]
78 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვებით“ სუნთქავდა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვების“ დახმარებით სუნთქავდა. პოლ ალექსანდერს პოლიომიელიტი 1952 წელს შეეყარა. ალექსანდერი დაავადებამ კისერს ქვევით პარალიზებული დატოვა და დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო. იმისათვის, რომ ბიჭს ეცოცხლა, ექიმებმა ის მეტალის ცილინდრში მოათავსეს, რომელიც უარყოფითი წნევის დახმარებით პოლიომიელიტის მქონე ადამიანებს სუნთქვას უადვილებდა. პოლ ალექსანდერს მთელი ცხოვრების გატარება ამ მოწყობილობაში მოუწია, […]
რუსულმა მედიამ ჯერ გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა ცნობა FSB-ს შტაბზე დრონით თავდასხმის შესახებ

“მედუზას” ცნობით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მედიამ ჯერ გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთხშაბათ დილას დრონი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბელგოროდის რეგიონულ შტაბს დაეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა რუსულმა სამთავრობო მედიასაშუალება TASS-მა და შემდგომ სწრაფად გავრცელდა ადგილობრივ ვებ-გვერდებზე. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, “TASS-მა” განაცხადა, რომ საფრენმა აპარატმა ჩააამსხვრია შენობის ფანჯრები და […]
მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება – თამთა სოფრომაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის, თამთა სოფრომაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას განაგრძობს. მისივე თქმით, დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ამასთან, როგორც თამთა სოფრომაძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. „საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 […]
უკრაინა ჩეხეთის მიერ შეძენილი საარტილერიო ჭურვების მიღებას ივნისში შეძლებს

უკრაინა ჩეხეთის მიერ შეძენილი საარტილერიო ჭურვების მიღებას ივნისში შეძლებს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ტომაშ პოიარმა გამოცემა Euractiv-თან საუბარში განაცხადა. ამ მომენტისთვის ჩეხეთის ინიციატივას ევროკავშირის ფარგლებს მიღმა შეიძინოს უკრაინისთვის განკუთვნილი საარტილერიო ჭურვები, 15 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია, კანადა და ა.შ. “დაპირებული თანხები უნდა მოვიდეს, და კონტრაქტები უნდა […]
მამუკა მდინარაძე – ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, ვერ ემიჯნებიან, ამის გადასაფარად როზნერი “ნაცმოძრაობას” ფასების თემის წამოწევას სთავაზობს – “ხალხზე მზრუნველი ნაცმოძრაობა“ – ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს

ისე, როგორც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა პირადად ჩემგან გაიგო საქართველოს პარლამენტში, რომ ბაკურიანის შეკრება შედგა, ასეთივე განხეთქილება იქნება მათ შორის. რატომ? – ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორც ჩანს, როზნერი თანამშრომლობს და კომუნიკაციაშია მათ ე.წ. “პიარშიკებთან”, სინამდვილეში დავალების მიმცემებთან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჯერემი როზნერთან “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ლიდერს და დავალებების […]
” ჩვენ იქ არ გვყავდა ჯარი, ახლა გვეყოლება. იქ არ გვქონდა შეიარაღების სისტემები, ახლა გაჩნდება“ – ორგორ პასუხობს პუტინი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას

” ჩვენ იქ არ გვყავდა ჯარი, ახლა გვეყოლება. იქ არ გვქონდა შეიარაღების სისტემები, ახლა გაჩნდება“ – ორგორ პასუხობს პუტინი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას „ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად მოგებულები იყვნენ, როდესაც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, რადგან ეს გარკვეულ უპირატესობებს განიჭებს, თუნდაც როგორც მოლაპარაკებების მოედანი იმისთვის, რომ შეამცირო დაძაბულობა ევროპაში. ფინეთთან ჩვენ საერთოდ იდეალური ურთიერთობები გვქონდა, უბრალოდ იდეალური. არ გვქონდა […]
კონგრესში მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა TikTok-ი დაბლოკოს

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა პოპულარული სოციალური ქსელი, TikTok-ი დაბლოკოს. აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. კანონპროექტს მხარი 352-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 65 კი წინააღმდეგ წავიდა, მათ შორის 15 კანონმდებელი რესპუბლიკელი, 50 კი დემოკრატია. ამოქმედების შემთხვევაში, კანონპროექტი TikTok-ს 5 თვეს მისცემს იმისთვის, რომ სრულად ჩამოშორდეს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მშობელი-კომპანია ByteDance-ს, […]