მამუკა მდინარაძე – როგორც კი კოალიციას ახსენებენ, საუბარია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რაც წარმოუდგენელი ამბავია და საქართველო ამ ბნელი წარსულის დაბრუნებას, ბუნებრივია, არ დაუშვებს

„ნაცმოძრაობას“ აქვს ე.წ. ჭერი, თავის რეიტინგის ოცი პროცენტი. ოც პროცენტს ქვემოთ არიან. შესაბამისად, მისგან [ნაციონალური მოძრაობისგან] გამიჯვნის პიარ სტრატეგია მიზნად ისახავს იმას, რომ მეორე ოც პროცენტზე იმუშაონ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა, რადგან მათ აქვთ საერთო წარსული, საერთო აწმყო და საერთო […]

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილსა და მის თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციას ოფიციალური სადილის ფორმატში შვეიცარიის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტმა ევა ჰერცოგმა უმასპინძლა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ძალიან ღირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი და საქართველოს დემოკრატიული, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი შვეიცარიის მხარდაჭერა. პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორი […]

მამუკა მდინარაძე – ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, ვერ ემიჯნებიან, ამის გადასაფარად როზნერი “ნაცმოძრაობას” ფასების თემის წამოწევას სთავაზობს – “ხალხზე მზრუნველი ნაცმოძრაობა“ – ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს

ისე, როგორც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა პირადად ჩემგან გაიგო საქართველოს პარლამენტში, რომ ბაკურიანის შეკრება შედგა, ასეთივე განხეთქილება იქნება მათ შორის. რატომ? – ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორც ჩანს, როზნერი თანამშრომლობს და კომუნიკაციაშია მათ ე.წ. “პიარშიკებთან”, სინამდვილეში დავალების მიმცემებთან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჯერემი როზნერთან “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ლიდერს და დავალებების […]

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო განმარტავს, რომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც მყინვარებზე უარყოფითი პროცესების გამწვავებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში შესაძლოა სტიქიური პროცესების განვითარების რისკები […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტს, გიორგი ვაჩნაძეს, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს, გიორგი ვაჩნაძეს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, ახალი რექტორი სახელმწიფო კონსერვატორიაში […]

მამუკა მდინარაძე – მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა – ჩვენ მოვახერხეთ კრიზისების, ომების და პანდემიის დროს 4,6% -ზე გავჩერებულიყავით

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა. 4,6% და 6,6% – ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ნაცების“ ფასების ინფლაციებს შორის. ჩვენ მოვახერხეთ კრიზისების, ომების და პანდემიის დროს 4,6% -ზე გავჩერებულიყავით, რაც კლასიკური დათვლით ასეა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც […]

ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვეების გასვლა არ შეუწყობს ხელს სომხეთის უსაფრთხოებას — ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხეთის განცხადებები ერევნის ზვართნოცის აეროპორტში მყოფი რუსი მესაზღვრეების შესახებ და მათი იქ მუშაობის შეწყვეტა ხელს არ შეუწყობს რესპუბლიკის უსაფრთხოებას. „გამომდინარე იქიდან, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება უწყებათაშორისი კვლევის შედეგების საფუძველზე, წინასწარ გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული განცხადება სომხურმა მხარემ მთელი რიგი არამეგობრული ნაბიჯების ფონზე გააკეთა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ […]

ლეო ვარდიაშვილი – ლონდონში ბესტსელერის ავტორი ინგლისურენოვანი ქართველი მწერალი

„ამ რომანმა გამანადგურა… ჩემი გული გატეხილი და დასერილი დატოვა. ამ გზის გავლისას სუნთქვა მეკვროდა, ვიცინოდი და ვტიროდი” – ასე აფასებს ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანს ხალიდ ჰოსეინი, ავღანური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მწერალი. 2024 წლის 30 იანვარს გამომცემლობამ “bloomsbury Books” გამოსცა ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანი „დიდი ტყის მახლობლად (Hard By a Great Forest )”. წიგნი მალევე მოექცა […]

უკრაინამ სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 13 მარტს, რუსეთის სამ სხვადასხვა რეგიონზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. როგორც უსაფრთხოების სამსახურს ანონიმურმა წყარომ Українська правда უთხრა, 13 მარტს, დრონებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას – ქალაქ რიაზანში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში და ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში. “ჩვენ სისტემურად ვახორციელებთ კარგად გათვლილ სტრატეგიას რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად. ჩვენი […]

საბა მახარაძე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე იმსაჯებს

ქართველი მსაჯი საბა მახარაძე, 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, იტალიაში, პარმაში გასამართ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე იმუშავებს. მახარაძეს საერთაშორისო მატჩებში აქამდეც უმუშავია, რაგბი ევროპის ტურნირებზე, ოღონდ თანამსაჯად, ახლა კი ექვს ერში მიიწვიეს და თანაც მოედნის მსაჯად. „ექვსი ერის ტურნირში საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანი ფაქტია როგორც რაგბის კავშირისთვის, ასევე ქვეყნისთვის. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიქნები. […]